როგორ დავიკლოთ 10 კილო 1 კვირაში? წონაში დაკლების ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდი
წონა, განსაკუთრებით ქალებში, ძალიან აქტუალურ საგნად მიიჩნევა. თითქმის ყველა ქალს აწუხებს ზედმეტი კილოგრამები, მის მოსაცილებლად კი უამრავ მეთოდს მიმართავს. დღეს ინტერნეტ სივრცეში შეხვდებით უამრავ სტატიას დიეტებსა თუ ტანვარჯიშებზე, რომლებიც წონის შემცირებას გვპირდებიან. ალბათ ძალიან ბევრი მეთოდი და დიეტა გიცდიათ იმისთვის რომ თქვენთვის არასასურველი წონა შეიმციროთ.
განსაკუთრებით წელიწადის ცხელ დღეებში გვიწევს, გვინდა ეს თუ არა, ჩვენთვის არასასურველი ცხიმებისა და ცელულიტების გამოჩენა. განსაკუთრებით ასეთ დროს გვჭირდება ისეთი საშუალება რაც სწრაფად, მარტივად დ აყოველგვარი ორგანიზმის დასტრესვის გარეშე შევძლებთ ჩვენი წონის შემცირებას.
დღეს სწორედ ასეთ საშუალებაზე გვინდა გესაუბროთ. ეს დიეტა, წონის ნორმალიზაციას უწყობს ხელს და თუ 5–10 კილოთი ზედმეტს იწონით, შეგიძლიათ ეს მარტივი, მაგრამ ეფექტური დიეტა სცადოთ.
წიწიბურა ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელიც შეიცავს 18 შეუცვლელ ამინომჟავას, რკინას, კალციუმს, კალიუნს, ფოსფორს, სპილენძს, იოდს, თუთიას, ბორს, ფტორს, მოლიბდენს, კობალტს, ასევე ვიტამინებს В1, В2, В9 (ფოლიუმის მჟავა), PP, Е.
წიწიბურა უნდა იყოს მაქსიმალურად დაუმუშავებელი. თუ მუშაობთ, შემდეგ განრიგს გთავაზობთ: თქვენ 2 თერმოსი დაგჭირდებათ. საღამოს მოამზადეთ წიწიბურას 1 ჭიქა– ის გაწმინდეთ, გააშრეთ და ორ თერმოსში გადაანაწილეთ. დილით კი, წიწიბურას ადუღებული წყალი დაასხით, მარილი არ დაამატოთ. რამდენიმე საათში, ბურღული ფაფად გადაიქცევა. 1 თერმოსი სამსახურში წაიღეთ, ხოლო მეორე თერმოსში დარჩენილი წიწიბურა ვახშამზე მიირთვით. ამასთან, შეგიძლიათ დალიოთ 1%–იანი კეფირის 1–2 ნახევარლიტრიანი ბოთლი და ერთი ვაშლი, ან უცხიმო იოგურტი შეჭამოთ. ასევე შეგიძლიათ ჩვეულებრივი წყალი დალიოთ.
დიეტა 2 კვირაზეა გათვლილი, შემდეგ, შეგიძლიათ გააკეთოთ შესვენება და 15–30 დღის განმავლობაში მრავალფეროვანი საკვები მიიღოთ. შემდეგ კი, შეგიძლიათ დიეტა გაიმეოროთ.
წონის დაკარგვა პირველ დღეებში ძალიან აქტიურია: 0.5–1 კილოგრამამდე დღეში– ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე გამოდის. შემდეგ წონის შემცირების პროცესი ნელდება, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია დაკარგული წონა ძალიან იშვიათად ბრუნდება.