რომელი პროდუქტები ჰგავს ჩვენს ორგანოებს? ისინი ძალიან სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის
ბავშვობიდან სულ გვესმის, რომ ბოსტნეული და ხილი კარგია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ არსებობს მთელი რიგი პროდუქტები, რომლებიც გარეგნულად ძალიან ჰგავს ადამიანის ორგანოებს, შესაბამისად, ისინი განსაკუთრებით სასარგებლოა ჩვენთვის. მოდით გავიცნოთ ეს პროდუქტები.
კაკალი - ტვინი
გასაკვირი არ არის, რომ კაკალი ადამიანის ტვინის ფორმის მსგავსია, რადგან ისინი შეიცავს უამრავ ომეგა -3 პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც ხელს უწყობენ ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ნიახური - ძვლები
ნიახურის გრძელი ღეროები ძალიან ჰგავს ძვლებს. იგი შეიცავს უამრავ სილიციუმს, რომელიც არეგულირებს ძვლის მინერალიზაციას.
ავოკადო - საშვილოსნო
შემთხვევითი არ არის ამ პროდუქტის მსგავსება საშვილოსნოსთან. ავოკადო ეხმარება ქალებს შეინარჩუნონ რეპროდუქციული შესაძლებლობები, ვინაიდან ისინი შეიცავს ფოლატს, რაც ასევე ამცირებს საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის რისკს.
მოლუსკები - მამაკაცის რეპროდუქციული ჯირკვალი
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მოლუსკები სინამდვილეში ძალიან სასარგებლოა მამაკაცის ჯანმრთელობისთვის, რადგან შეიცავს ფოლის მჟავას და თუთიას.
სტაფილო - თვალები
თუ სტაფილოს რგოლებად გაჭრით, დაინახავთ, რომ ის ადამიანის თვალს ჰგავს. ამ ბოსტნეულის სარგებელი თქვენი თვალებისთვის ფასდაუდებელია. თუ სტაფილოს რეგულარულად მიირთმევთ, სიბერეში მხედველობის დაკარგვის საფრთხე შემცირდება.
პომიდორი - გული
პომიდვრის ნაჭერი ჰგავს გულის სტრუქტურას. ბოლოდროინდელი გამოკვლევების თანახმად, ეს მხოლოდ ბუნებრივია, რადგან პომიდვრის ლიკოპენის შემცველობა ამცირებს გულის დაავადებების რისკს.
გრეიფრუტი - მკერდი
ციტრუსი გარეგნულად ქალის მკერდს წააგავს. ისინი შეიცავს ლიმონოიდებს - ეს ნივთიერებები უფრო ეფექტურად ბლოკავს ავთვისებიანი უჯრედების გამრავლებას, ვიდრე მედიკამენტი ტამოქსიფენი, რომელიც გამოიყენება ძუძუს კიბოს მკურნალობის დროს.
ჯანჯაფილი - კუჭი
ჯანჯაფილის ფესვი უბრალოდ არ ჰგავს კუჭს, მას აქვს თვისებები, რომლებიც მას ეხმარება. ის აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ეხმარება გაუმკლავდეთ გულისრევას და მოწამვლის სიმპტომებს. ორსულ ქალებში ტოქსიკოზსაც კი უწყობს ხელს.
წითელი ღვინო - სისხლი
წითელი ღვინო შეიცავს უამრავ ანტიოქსიდანტს და პოლიფენოლს, რომლებიც იცავს თქვენს სხეულს ქოლესტერინისგან. გარდა ამისა,ღვინოს აქვს სისხლის გამათხელებელი ეფექტი, რაც ნიშნავს, რომ ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას
ბუნება თავად გვეუბნება, რა საკვები უნდა მივირთვათ, კონკრეტული ორგანოს განკურნების მიზნით. მიირთვით ბოსტნეული და ხილი და დაივიწყეთ დაავადებები!