უპრეცედენტო დიეტა ვაშლისა და კეფირის საშუალებით – მინუს 5 კილო 3 დღეში!

კეფირი და ვაშლი ორივე დაბალკალორიული პროდუქტია, ერთმანეთს ავსებენ და სწორედ ამიტომ დიეტის დროს მათი კომბინაცია ძალიან პოპულარულია. ამ დიეტით ზედმეტ კილოგრამებსაც მოიშორებთ და ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგანაც გაიწმენდთ.ვაშლი ამდიდრებს ორგანიზმს ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, განსაკუთრებით C და A ვიტამინებით და ვიტამინების ჯგუფებით. შეიცავს მნიშვნელოვან ორგანულ მჟავებს და მინერალებს: რკინას, მაგნიუმს, კალიუმს, ფოსფორს და თუთიას. ვაშლში შემავალი პექტინი ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსიკურ ნივთიერებებს. ასევე აწესრიგებს ნაწლავის მიკროფლორას, რაც იმუნიტეტის გაძლიერებას უწყობს ხელს. სასარგებლოა ორგანიზმში მაღალი შაქრიანობისა და კანთან დაკავშირებული პრობლემების დროს.


ვაშლისა და კეფირის დიეტა – მინუს 5 კილო 3 დღეში

კეფირი, თავისი დაბალკალორიული თვისებების გამო, განსაკუთრებით აქტუალურია დიეტის დროს. შეიცავს ლაქტობაცილებს, რომლებიც ადამიანის ნაწლავში ნორმის ფარგლებში არსებობს. კეფირი გამდიდრებულია კალცით და დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლისა და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.


ვაშლისა და კეფირის დიეტა – მინუს 5 კილო 3 დღეში

ეს დიეტა გათვლილია არაუმეტეს 3 დღეზე.

* ამ დროში ორგანიზმი ასწრებს შლაკებისაგან გაწმენდას ჯანმრთელობის დაუზიანებლად.
* ამ დროს ძირითადი სასმელია დაბალცხიმიანი კეფირი (1,5 – 2 ლიტრი დღეში).
* თუმცა ასევე, შეგიძლიათ მიირთვათ გაფილტრული, ანადუღარი ან მინერალური წყალი, შუალედებში კი – მწვანე ჩაი უშაქროდ.
* მწვანე ვაშლი (დაახლოებით, 5-6 ცალი დღეში) შეგიძლიათ მიირთვათ ჩვეულებრივ, როგორც ხილი ან მისგან სალათა დაამზადოთ.
ამ დიეტით 3 დღეში 5 კილოგრამამდე დაიკლებთ.

გაითვალისწინეთ დიეტის დაწყებამდე:
კეფირისა და ვაშლის დიეტის დასაწყებად აუცილებელია ორგანიზმის მომზადება – ერთი კვირით ადრე შეამცირეთ კალორიული საკვების მიღება. გაამდიდრეთ ორგანიზმი ხილითა და ბოსტნეულით.


ვაშლისა და კეფირის დიეტა – მინუს 5 კილო 3 დღეში

პირველი დღე:

საუზმე: ერთი მწვანე ვაშლი, 300 მლ. კეფირი (1 ჭიქა)
სამხარი: 2 სუფრის კოვზი შვრია ვაშლის პიურესთან და კეფირთან ერთად (250 გრამი)
სადილი: ორი-სამი ვაშლი
მეორე სადილი: 300 მლ. კეფირი (ერთი ჭიქა)
ვახშამი: აერღუმელში გამომცხვარი ვაშლი 2 ცალი და 300 მლ. კეფირი
მეორე ვახშამი: 300 მლ. კეფირი

მეორე დღე:

საუზმე: აერღუმელში გამომცხვარი ვაშლი თაფლით და ერთი ჭიქა კეფირი (300 მლ)
სამხარი: ხაჭო გახეხილი ვაშლით და კეფირით (200 გრ)
სადილი: ორი-სამი ვაშლი
მეორე სადილი: 300 მლ. კეფირი (ერთი ჭიქა)
ვახშამი: ვაშლის პიურე გახეხილი ნიგვზით (200 გრ), ერთი ჭიქა კეფირი (300 მლ)
მეორე ვახშამი: 300 მლ. კეფირი
ვაშლისა და კეფირის დიეტა – მინუს 5 კილო 3 დღეში

მესამე დღე:

საუზმე: ერთი მწვანე ვაშლი, ერთი ჭიქა კეფირი
სამხარი: აერღუმელში გამომცხვარი სამი ვაშლი თაფლით
სადილი: ხაჭო დაჭრილი ვაშლით (150 გრ)
მეორე სადილი: ერთი მწვანე ვაშლი და ერთი ჭიქა კეფირი (300 მლ)
ვახშამი: სამი მწვანე ვაშლი
მეორე ვახშამი: ერთი ჭიქა კეფირი (300 მლ)

გაითვალისწინეთ დიეტის დასრულების შემდეგ:
მოცემული დიეტა საკმაოდ მკაცრი და დაბალკალორიულია, ამიტომ მისი დასრულების შემდეგ აუცილებლად ნელ-ნელა, თანდათანობით უნდა გადახვიდეთ უფრო გამდიდრებულ რაციონზე. დიეტის ბოლო დღეს შეგიძლიათ, რაციონში ნახშირწყლებისა და ცილების შემცველი საკვები შეიტანოთ (ცილებით მდიდარია: ხორცი, თევზი, უცხიმო რძის ნაწარმი, პარკოსნები, ნიგოზი; ხოლო, ნახშირწყლებით – პური, მაკარონი, კარტოფილი, შაქარი…) ასევე, დასაშვებია მცენარეული ზეთის დამატება, ოღონდ, რა თქმა უნდა, მცირე რაოდენობით. რაციონის დიდ ნაწილს ბოსტნეული უნდა შეადგენდეს.

Facebook კომენტარები