ასე ხალებს, მეჭეჭებს, ფერიმჭამელებსა და პიგმენტურ ლაქებს ნატურალური გზით მოიშორებთ

პაპილომები კეთილთვისებიანი წარმონაქმნებია, რომლებიც კანზე ჩნდება და მის ზემოთ გამოდის. ისინი ჰგვანან პაპილებს წვრილ პედიკელზე ან ფართო ფუძეზე და შედგება შემაერთებელი ქსოვილისგან. პაპილომები ვარდისფერიდან მოყავისფრო ფერისაა. ნეოპლაზმები ჩნდება სხეულის სხვადასხვა ნაწილზე – მკლავებზე, ფეხებზე, კისერზე, მკერდზე, ზურგზე, სახეზე. კისერზე და სხვა ადგილებში პაპილომების გაჩენის მიზეზები არის კანის ინფექცია ადამიანის პაპილომავირუსით.
პაპილომა იწვევს გარკვეულ ესთეტიკურ უხერხულობას და ასევე ადვილად ზიანდება: მათი შემთხვევით დაჭერა შეიძლება ფრჩხილით, ხელსაბანით, სავარცხლით, საპარსით, ტანსაცმლით, ქამრით გახეხვით. ამავე დროს, დაზიანებული ეპიდერმისის მეშვეობით პათოგენური მიკროორგანიზმების შეღწევის გამო, პაპილომის ანთება შეიძლება დაიწყოს: ის იცვლის ფერს, იზრდება, ქავილი გვეწყება, ზოგჯერ სისხლდენაც და გვტკივა. ამიტომ, რეკომენდებულია არაესთეტიკური „წარმონაქმნების“ მოცილება სხეულზე.

საბედნიეროდ, მათგან ნატურალური გზით შეგიძლიათ გათავისუფლება, აი როგორ:ხორცმეტები-საერთოდ, მეჭეჭებს პაპილომას ვირუსი იწვევს. მეჭეჭის 100 სახეობა არსებობს და მათი მოშორება იმაზე იოლია, ვიდრე გგონიათ. ვაშლის ძმრის წვეთი დაისხით მასზე და შეიხვიეთ. სახვევი დღეში 2-ჯერ შეცვალეთ. გამოიყენეთ ეს პროცედურა სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ.
მეჭეჭები-ისინი, ძირითადად, კანზე ტანსაცმლის უხეში ხახუნისაგან ჩნდება. ვაშლის ძმარი ამ შემთხვევაშიც ეფექტურია. დღეში რამდენჯერმე, მეჭეჭებზე ვაშლის ძმარში დასველებული ბამბის დისკი მოისვით და ისინი ნელ-ნელა დაიწყებენ გაქრობას. ამ პროცესს, დაახლოებით, 10 დღე დასჭირდება. ასევე, ეფექტურია ჩაის ხის ზეთიც. გამოიყენეთ ესეც იგივე პრინციპით.
ხალები-ხალები საშიში არ არის. მაგრამ თუ ის არ მოგწონთ, შეგიძლიათ მათი მოცილება. ამისათვის დანაყეთ ნიორი და მოისვით ხალზე და დღეში დაახლეობით 4 საათის განმავლობაში, სახვევი დაიფინეთ. ვაშლის ძმარიც ეფექტურია, მაგრამ ნაკლებად.
ფერიმჭამელები-ფერიმჭამელებისგან თავის დასაცავად ფორები სუფთა უნდა გვქონდეს. ამიტომ, დაბანამდე კანი ორთქლით დაიმუშავეთ. შემდეგ, გამოიყენეთ შემკვრელი ნატურალური საშუალება, როგორიცაა ვაშლის ძმარი და კანი დაიტენიანეთ ქოქოსის ზეთით.
პიგმენტური ლაქები-ისინი მზეზე დიდხანს ყოფნისგან ჩნდება. დღეში რამდენჯერმე ლიმონის წვენს თუ წაისვამთ მასზე, ლაქები შესამჩნევად გაღიავდება. გარუჯვისას კი, დამწვრობის საწინააღმდეგო ლოსიონი გამოიყენეთ.

Facebook კომენტარები