როგორ მოვუაროთ ცხიმიან კანს? ეს ძალიან ეფექტური ხერხია

კანის ცხიმიანობას იწვევს ცხიმივანი ჯირკვლების გაძლიერებული მოქმედება. ცხიმიანო კანი პრიალებს, მისი ფორები გაგანიერებულია და კანის ზედაპირი ნელ-ნელა ფორთოხლის ქერქს ემსგავსება.
გამოყოფილი ცხიმი მტვერს ოკრავს, ხურავს ცხიმოვანი ჯირკვლების სადინარებს და ამის შედეგად ჩნდება ფერიმჭამელები. ასეთი კაკი ადვილად ღიზიანდება და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.
თუ თქვენ ცხიმიანი კაკი გაქვთ, ყურადღება უნდა მიაქციოთ კუჭ-ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებას, უნდა ერიდოთ მჟავე და ცხარე საჭმელს, ასევე საქონლის ცხიმს და მოსგან დამზადებულ საკვებს, სასურველი და აუცილებელია ხშირი მზეზე ყოფნა, ასევე დაგეხმარებათ ვარჯიში.

როგორ ვუმკურნალოთ მას?
თუ გადაწყვიტეთ, რომ უმკურნალოთ ცხიმიან კანს, მაშინ მიჰყევით ჩვენს მიერ მოცემულ რჩევებს. საღამოს საათებში სახე დაიბანეთ საპნით და პატარა რბილი ჯაგრისით. გარდა ამისა, კატგია თუ იხმართ ოთახის ტემპერატურის წყალს. საპნით დამუშავებული სახის ჩამობანა უმჯობესია ცხელი წყლით, შემდეგ კი ცივი წყლის შესხურება.
კარგია თუ წყალს შეურევთ საჭმელ სოდას ან ბორაკს(½ ჩაის კოვზი 1 ლიტრ წყალზე).

ცხიმიანი კანის საწინააღმდეგო საპონი
ცხიმიანი კანისთვის რეკომენდირებულია საბავშვო საპონის გამოყენება. თუმცა უკეთესია თუ თქვენ თვითონ დაამზადებთ პირის დასაბან საპონს შემდეგი რეცეპტით.

მომზადება-ნახევარი ნაჭერი საბავშვო საპონი გახსენით ერთ ჩაის ჭიქა წყალში. დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგი, ერთი სუფრის კოვზი გლიცერინი, ერთი სუფრის კოვზი სპირტი და რამდენიმე წვეთი ნიშადურის სპირტი. დილით სახე გაიწმინდეთ შემდეგი შემადგენლობის ხსნარით:
სალიცილის მჟავა 5 გრ, გლიცერინი 3, სპირტი 30 გრ, წყალი 70 გრ.

სასურველია კვირაში ორჯერ ჩაატაროთ შემდეგი პროცედურა:
ერთი ჭიქა საპნის ქაფს დაუმატეთ ¼ ჩაის კოვზი წვრილად დაქუცმაცებული სუფრის მარილი, აურიეთ და მიღებული მასა წაისვით ცხიმიან სახეზე წრიული მოძრაობით, ისე, რომ კანი არ დაიჭიმოს. 2-3 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ სახე ჯერ ცხელი, შემდეგ კი ცივი წყლით.
ცხიმიანი კანის მოვლის დროს ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა არ გამოგვეპაროს და მთლიანად არ დავკარგოთ ცხიმი, ასეთ შემთხვევაში კანი მთლიანად გამოგვიშრება. ამიტომ დრო და დრო მდგომარეობის შესაბამისად, წაისვით სახეზე თქვენთვის სასურველი დამატენიანებელი.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია