ბოტოქსი სახლის პირობებში: ეს ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღბები დაეხმარება თქვენს კანს!
ბოტოქსი სახლის პირობებში: გაგაცნობთ სახის ნიღბებს, რომლებიც დაგეხმარებათ ნაოჭების წინააღმდეგ საბრძოლველად, ასევე ძალიან კარგ შედეგს იძლევა  კანის გაუმჯობესებაში! ეფექტურია!

ასაკის მატებასთან ერთად სახის კანი იცვლის ფორმას, სტრუქტურას. ამისათვის აუცილებელლი ხდება სხვადასხვა დამატენიანებლების, ნიღბებისა თუ კრემების გამოყენება. დღეს ჩვენ გვინდა გაგაცნოთ რამდენიმე ნიღაბი. ისინი სწორედ თქვენთვისაა. რაც მთავარია ისინი დამზადებულია ბუნებრივი საშუალებებით და არ გააჩნია გვერდითი მოვლენები.

სახამებლისგან დამზადებული ნიღაბი დაეხმარება ქალებს ახალგაზრდობის და მიმზიდველობის დაბრუნებაში! სულაც არ არის საჭირო ეფექტური შედეგის მისაღებად ძვირადღირებული პროცედურები და ზედმეტი დანახარჯები, მოამზადეთ საოცარი ნიღაბი სახლის პირობებში!

სახამებელი უამრავ ღირებულ ნივთიერებას და მიკროელემენტებს შეიცავს, მაგალითად- რკინა, კალიუმი, C ვიტამინი და ა.შ. ისინი აუმჯობესებენ კანის მდგომარეობას, ასევე  კვებავენ მას. გაეცანით ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ნიღბებს, გამოიყენეთ მათგან რომელიმე და შედეგით აღფრთოვანებული დარჩებით.

რეცეპტები:

– პატარა ჭურჭელში აურიეთ 1 ს/კ სახამებელი და რძე თანაფარდობით 1:1. დაუმატეთ 1 ჩ/კ კოსმეტიკური ზეთი. აურიეთ კარგად, რმ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. შემდეგ წაისვით სახეზე. ეს ნიღაბი განსაკუთრებით მოუხდება მათ, ვისაც მგრძნობიარე კანი აქვს.

– აურეთ სახამებელი და თბილი წყალი ერთგვაროვანი, ბლანტი კონსისტენციის მიღებამდე. შემდეგ დაუმატეთ ერთი ცალი კვერცხის ცილა და 2-3 წვეთი ლიმონის წვენი. ნიღაბი მზად არის გამსაყენებლად. ეს ნიღაბი რეკომენდირებულია ცხიმიანი და კომბინირებული კანის მქონე ადამიანებისთვის.

– აურეთ სახამებელი და კეფირი თანაბარი პროპორციით  (1:1), შემდეგ კი დაუმატეთ 1 ცალი კვერცხის ცილა. ისევ აურიეთ და გამოიყენეთ სახეზე.

– აურიეთ სახამებელი და ლიმონის წვენი თანაფარდობით 1:1, ეს მასა არ უნდა გააჩეროთ 10 წუთზე მეტხანს, წაისვით კვირაში ერთხელ. ნუ გამოიყენებთ, თუ გაქვთ მგრძნობიარე და მშრალი კანი. ეს ნიღაბი მოგაშორებთ პიგმენტურ ლაქებსაც.

– ნახევარი ბანანი დააქუცმაცეთ და აურიეთ 1 ს/კ სახამებელთან ერთად. ეს მასა დაატენიანებს და დაარბილებს კანს, ასევე დაიცავს მას წელიწადის ცივ პერიოდში.

გამოიყენეთ ეს რეცეპტები, იზრუნეთ საკუთარ კანზე და დაზოგეთ ფული!

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია