რისთვის უნდა გამოვიყენოთ ლიმონის ქერქები? ამის შემდეგ მას აღარ გადაყრით

თქვენ იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, ვინც დღეს ლიმონის წვენით იწყებს? დილით სუფთა ლიმონის წვენის დალევა გვეხმარება გავაძლიეროთ ენერგიის დონე. დიახ, ლიმონი ძალიან სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
რაც შეეხება მის ქერქს, როდესაც ლიმონის გულს იყენებთ, რას უშვრებით მის ქერქს, აგდებთ? თუ ასეა, მაშინ ეს აღარ უნდა გააკეთოთ, რადგან როგორც ლიმონის გული, ასევე ლიმონის ქერქიც ძალიან მნიშვნელვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ისიც ძალიან ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. მისი გამოყენება მრავალფეროვანი გზით შეგიძლიათ.
ლიმონის კანს აქვს ბოჭკო, ვიტამინები და მინერალები. ასე რომ, დილით, ლიმონის წვენის შემდეგ, ეცადეთ აღარ გადააგდოთ ლიმონის კანი. როგორ გამოვიყენო იგი? ამის გასაგებად განაგრძეთ სტატიის კითხვა.

გვინდა გაგიზიაროთ ლიმონის ქერქის გამოყენების რამოდენიმე გზა

ლიმონის ქერქი, როგორც მწერების საწინააღმდეგო საშუალება
ლიმონის ქერქი შეგიძლიათ მოათავსოთ იქ, სადაც ჩვეულებრივ მწერები ჩნდებიან. თავისი სპეციფიკური სურნელის წყალობით, ლიმონის კანი უზრუნველყოფს ჭიანჭველების გაქრობას.

გამოიყენეთ ისინი მიკროტალღური ღუმელის გასაწმენდად
ეს არის უსაფრთხო და სწრაფი გზა თქვენი მიკროტალღური ღუმელის გასაწმენდად. კონტეინერში მოათავსეთ ორიოდე ლიმონი კანით და შეავსეთ კონტეინერი წყლით. განათავსეთ კონტეინერი მიკროტალღურ ღუმელში და გაათბეთ იგი მაღალ ტემპერატურაზე დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. ეს დაგეხმარებათ მიკროტალღური ღუმელის გაწმენდაში. დროის გასვლის შემდეგ აიღეთ სუფთა ტილო და გაწმინდეთ მიკროტალღური ღუმელი შიგნიდან.

გააკეთეთ თქვენივე ხელებით ვიტამინი C
დაჭერით რამდენიმე ლიმონის კანი პატარა ნაჭრებად. განათავსეთ ისინი ქსოვილზე და გააჩერეთ რამდენიმე დღის განმავლობაში. ამის შემდეგ მოათავსეთ ისინი საფქვავში და დაფქვით. შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ფხვნილი უბრალო წყალში გაზავებით და ისე მიირთვათ, ეს არის C ვიტამინის გასაზრდელი ბუნებრივი გზა.
შენიშვნა . ლიმონის კანი აუცილებლად კარგადგარეცხეთ.

გამოიყენეთ ქერქი ჭურჭლის სარეცხი მანქანის გასაახლებლად
ჭურჭლის სარეცხ მანქანაში დაამატეთ რამდენიმე ლიმონის ქერქის ნაჭერი, რომ გაიწმინდოს და ჩამოიბანოს ჭურჭლი სარეცხი მანქანიდან.

გამოიყენეთ ლიმონის კანი მაცივრის გასაახლებლად
მოათავსეთ ლიმონის კანი მაცივარში, რომ თავიდან იქნას აცილებული უსიამოვნო სუნი. ეს არის ბუნებრივი, უსაფრთხო და სწრაფი გზა შესანიშნავი მაცივრის მისაღებად.

გაიწმინდეთ სახის კანი
შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის ქერქები უფრო გლუვი, ნათელი კანისთვის. უბრალოდ გახეხეთ და აურიეთ Epsom მარილს და ლიმონის ზეთს. გამოიყენეთ სახის კანზე და თქვენი სახე რადიკალურად შეიცვლება უკეთესობისკენ.

გამოიყენეთ ლიმონის კანი მშრალი იდაყვების შერბილებისთვის
დაამატეთ მცირე რაოდენობით სოდა ლიმონის დაფქვილ კანს. კარგად აურიეთ და მოათავსეთ იდაყვზე. შეიზილეთ ეს ნარევი იდაყვზე ორიოდე წუთის განმავლობაში. შემდეგ უბრალოდ დაიბანეთ იდაყვები ნელ-თბილი წყლით.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია