როგორ გავიწმინდოთ კბილები სახლის პირობებში? ეს აქამდე უნდა მცოდნოდა

იცოდით რომ კბილების საფუძვლიანი გაწმენდა არა მხოლოდ სტომატოლოგიურ კაბინეტში შეგიძლიათ, არამედ სახლში ბუნებრივი საშუალებებით? ალბათ არა. ამას ჩვენ გასწავლით.
ამისთვის პირველი რაც უნდა გააკეთოთ ეს არის რაციონიდან ისეთი სასმელების გამორიცხვა, როგორიცაა ყავა, შავი ჩაი და ნიკოტინი. სწორედ ისინი აძლევენ კბილებს მოყვითალო ელფერს. აქ მოცემულია რამოდენიმე რჩევა, რომლებიც ხელს შეგიწყობთ კბილებზე ნადების მოცილებას.

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საჭიროა კბილების გახეხვა. გაიხეხეთ არა ჩვეულებრივი კბილის პასტით, არამედ ისეთით, რომელიც შეიცავს ფტორს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე რეკომენდებულია კბილების გახეხვა მათეთრებელი პასტით კვირაში ერთხელ.

1) შეურიეთ სოდა პეროქსიდს 3:1 თანაფარდობით და წაუსვით კბილის ზედაპირს, გაიჩერეთ იგი დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი გამოივლეთ სუფთა წყალი. არავითარ შემთხვევაში არ გაიჩეროთ ამაზე მეტ ხანს, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს კბილის ემალის დაზიანება. მისი გამოყენება შეგიძლიათ არა უმეტეს კვირაში 1-ჯერ.

2) დაამატეთ საცხობი სოდა სტომატოლოგიურ ფხვნილს და გაიხეხეთ კბილები ამ შემადგენლობით. თქვენ დაგჭირდებათ სოდა (დაახლოებით ნახევარი ჩაის კოვზი), წყალბადის ზეჟანგის საწვეთური და, თუ სასურველია, რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. აურიეთ ყველაფერი, რის შედეგადაც უნდა მიიღოთ ჩვეულებრივი საშუალო სისქის მასა. მიღებული მასა მოათავსეთ ბამბის დისკზე და დაიდეთ კბილებზე რამოდენიმე წუთით. პროცედურის შემდეგ კბილებში გამოივლეთ წყალი. ამ პროცედურის გამეორება შესაძლებელია ძალიან იშვიათად. დაახლოებით თვეში 2-3-ჯერ. აღსანიშნავია, რომ წყალბადის ზეჟანგს შეუძლია კბილების მინანქრის გათხელება. სწორედ ამითომ ეს პროცედურა ძალიან დიდ სიფრთხილესა და ყურადღებას მოითხოვს.

3) ამ პროცედურისთვის დაგჭირდებათ კოწახურის ფესვისა (1 ჩაის კოვზი) და ლობიოს ქერქის შერევა. ამის შემდეგ მას დაასხით მდუღარე წყალი და მიიღეთ დაახლოებით 6 საათის განმავლობაში. გაიმეორეთ ეს პროცედურა დღეში 3-ჯერ 1 კვირის განმავლობაში, აუცილებელია, რომ ის ყოველთვის თბილი მიიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სასურველი შედეგს ვერ მიიღებთ.

მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კბილზე ნადები ჩნდება მუდმივად, მაშინაც კი, თუ ყოველდღე იხეხავთ კბილებს.
გამოიყენეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული საშუალებები კბილის ემალის გასათეთრებლად და გასასუფთავებლად, შემდეგ კი გაგვიზიარეთ შედეგი.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია