ართროზისა და სახსრების ტკივილის მკურნალობა ხალხური რეცეპტების საშუალებით.. ამოვისუნთქე!
ართროზი არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს სახსრის თანდათანობითი განადგურება ქსოვილებში დეგენერაციული ცვლილებების განვითარების გამო. ჯანმოს მონაცემებით, პლანეტის ყოველი მეათე მკვიდრი ამ პრობლემის წინაშე დგას. 50 წლის შემდეგ, დაავადების განვითარების რისკი დაახლოებით 30% -ს შეადგენს, 70 წლის ასაკში კი ის 80-90% -ს აღწევს.
გაგაცნობთ ხალხურ საშალებებისგან დამზადებულ ბუნებრივ წამალს, რომლის გამოყენების შემდეგ შეგიმცირდებათ სახსრების ტკივილი. ეს საკმაოდ ეფექტური და დროით შემოწმებული რეცეპტია.
დაგჭირდებათ: იოდი 5%
ნიშადურის სპირტი 10%
სამედიცინო ნაღველი (იყიდება აფთიაქში)
გლიცერინი
მაისის თაფლი
მომზადება:
ყველა კომპონენტი აიღეთ თანაბარი რაოდენობის, აურიეთ ერთმანეთში და დატოვეთ დასაყენებლად ბნელ ადგილას 10 დღის განმავლობაში.
გამოყენება:
კომპრესების გაკეთებამდე ნარევი შეანჯღრიეთ, ნაწილი გადაიღეთ პატარა ქილაში და შეათბეთ წყლის აბაზანაზე. შემდეგ დაასველეთ საფენი ამ სითხეში და ძილის წინ დაიდეთ მტკივნეულ სახსარზე. ზემოდან დააფარეთ ცელოფანი და შეიხვიეთ შალის ქსოვილით.
პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ დღე მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. გარდა ამისა, მალამო კარგად შველის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრავმების შემდგომი ტკივილების დროს.
Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.