ეს ყველასთვის ნაცნობი ბალახი სასარგებლოა სისხლდენის შესაჩერებლად. ყურადღებით გაეცანით მის დოზირებას
წიწმატურა ყველასთვის ნაცნობი ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სხვა მცენარეებისგან გამოირჩევა თავისი დამახასიათებელი აგებულებით. სიმაღლეში დაახლოებით 30 სმ-ია. აქვს წვრილი და პატარა ფოთლები, რომლებიც მთელს სიგრძეზე დაჰყვება. მცენარე მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, მათ შორის ვიტამინებით, ორგანული მჟავებით, მთრიმლავი ნივთიერებებითა და გლიკოზიდებით. მასში ბერვია კალიუმი.
ეს მცენარე გამოიყენება გულისა და სისხლის მიმოქცევის პრობლემების დროს. იგი ასევე გამოიყენება თავის ტკივილის, სისხლის ღებინების, შარდში სისხლის, დიარეის და შარდის ბუშტის ინფექციების დროს. ასევე წიწმატურამ შეიძლება შეამციროს სისხლდენა, მოახდინოს კუნთების სტიმულირება და საშვილოსნოს შეკუმშვა.
გამხმარი და დაქუცმაცებული წიწმატურა
მცენარის ის ნაწილები, რომლებიც მიწის ზემოთ იზრდება, გამოიყენება წამლის დასამზადებლად. იმისთვის რომ მოამზადოთ ეს ნაყენი უნდა აიღოთ წიწმატურას ფოთლები (დაახლოებით 2 ჩაის კოვზი) დააქუცმაცოთ წვრილად და უნდა ჩაყაროთ 1 ჭიქა მდუღარე წყალში. წამოადუღეთ და შემდეგ გაფილტრეთ. მიღებული სითხე მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.
წიწმატურას გადაჭარბებულმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს დამბლა, სუნთქვის გაძნელება. არ გადააჭარბოთ დოზას.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები და გაფრთხილებები:
ორსულობა: ეს ბალახი არ არის უსაფრთხო ორსულობის დროს. ამან შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს შეკუმშვა ან დაიწყოს მენსტრუაცია, რასაც მოჰყვეს მუცლის მოშლა.
გულის დაავადება: წიწმატურამ შეიძლება ხელი შეუშალოს გულის დაავადებების მკურნალობას. უმჯობესია თავი აარიდოთ მის გამოყენებას, თუ გული გაწუხებთ.
თირკმლის ქვები (ნეფროლითიაზი): იგი შეიცავს ქიმიურ ნაერთებს, რომლებსაც უწოდებენ ოქსალატებს, რომლებსაც თირკმლებში ქვების წარმოქმნა შეუძლიათ. თუ წარსულში თირკმელებში ქვები გქონდათ, უმჯობესია თავიდან აიცილოთ ამ ბალახის გამოყენება.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი: სხეული ბუნებრივად აწარმოებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონს. წიწმატურას მიღებამ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთან ერთად შეიძლება შეამციროს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ეფექტურობა.
წიწმატურას შესაბამისი დოზა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, როგორიცაა მომხმარებლის ასაკი, ჯანმრთელობის პრობლემები და რამდენიმე სხვა მდგომარეობა. გაითვალისწინეთ, რომ ნატურალური პროდუქტები ყოველთვის არ არის უსაფრთხო და დოზა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი.