ეს საშუალებები დაგეხმარებათ თვალის მიდამოს გაახალგაზრდავებაში. უნდა სცადოთ
თვალების გარშემო კანი ბუნებრივად მგრძნობიარეა. ის გაცილებით თხელია, ვიდრე სახის სხვა ნაწილებზე, ამიტომ უფრო სწრაფად კარგავს ტენიანობას და ელასტიურობას. მშრალი ჰაერი, დაბალი და მაღალი ტემპერატურა, სახის აქტიური გამომეტყველება, ძილის ნაკლებობა - ეს ყველაფერი იწვევს ადრეულ ნაოჭებს, შეშუპებას და თვალების ქვეშ მუქ წრეებს.
თუმცა არსებობს რამდენიმე პატარა ხრიკი, რომლებიც დაგეხმარებათ გაახალგაზრდავოთ თქვენი თვალის გარშემო არსებული კანი, რის დახმარებითაც თქვენი სახე გახდება უფრო ხალისიანი და მიმზიდველი.
ყველაზე გავრცელებული პრობლემები, რომლებიც ჩრდილავს თვალების სილამაზეს, არის:
ე.წ. ჩანთები თვალების ქვეშ, მუქი წრეები, ჩამოყრილი ქუთუთო, კანის სისუსტე.
ბუნებრივი მეთოდები, რომლებიც გამოგადგებათ ამ პრობლემების მოგვარებაში.
კვერცხის ცილა: კვერცხის ცილა ცნობილია კანის დატენიანებისა და გამკაცრების უნარით. ის შესანიშნავია მკვეთრად გამოხატული ხაზების მოსაშორებლად. უბრალოდ აიღეთ ერთი კვერცხის ცილა და წაისვით თვალების გარშემო კანზე ნაზი მოძრაობით. ეს გააკეთეთ ყოველ დილით უფრო მყარი, ნაოჭებისგან თავისუფალი კანისთვის.
კიტრი: ეს არის ყველაზე ცნობილი და ეფექტური პროდუქტი თვალის გარშემო კანისთვის. კიტრი მდიდარია C ვიტამინით. ის ასტიმულირებს კანის ჯანმრთელი ქსოვილების წარმოქმნას და ატენიანებს კანს. წაუსვით კიტრის ნაჭერი თითოეულ თვალს, ან უბრალოდ გახეხეთ ნახევარი კიტრი და წაისვით თვალის გარშემო კანზე 15 წუთის განმავლობაში. მისი რამოდენიმე გამოყენების შემდეგ შეამჩნევთ, რომ თვალები უფრო სუფთად და ჯანმრთელად გამოიყურება.
გვირილა: გვირილა შესანიშნავი ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი პროდუქტია, რომელიც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას თვალებში სითხის შეკავების თავიდან ასაცილებლად. ჩაყარეთ ორი ცალი გვირილის ჩაის პაკეტი ჭიწა ცხელ წყალში. ჩაი რომ გაცივდება, დაასველეთ მასში ორი ბამბის დისკი და მოათავსეთ თვალების ქვემოთ 15 წუთის განმავლობაში. ეს შვებას მოგგვრით.
ავოკადო: ეს არის E ვიტამინისა და ცხიმოვანი მჟავების წყარო, ის შესანიშნავია თავისუფალ რადიკალებთან საბრძოლველად და კანის დასატენიანებლად. უბრალოდ აიღეთ ნახევარი ავოკადოს რბილობი და წაისვით საღამოს 15 წუთის განმავლობაში თვალების ქვემოთ არსებულ კანზე. შემდეგ კი ჩამოიბანეთ წყლით.
კიტრი და რძე: ეს ნაზავი შესანიშნავია სისხლის მიმოქცევის გასაზრდელად და ჩანთების ან მუქი წრეების მოსაშორებლად. ამისათვის გააგრილეთ ნახევარი ჭიქა რძე და დაასველეთ მასში ორი კიტრის ნაჭერი. შემდეგ წაისვით თვალებზე. შედეგს ძალიან სწრაფად შეამჩნევთ.
ვარდის ფურცლების სამკურნალო საშუალება: ჩანთების ან თვალების ქვეშ მუქი წრეების კიდევ ერთი შესანიშნავი რეცეპტი არის ვარდის ფურცელი. ამისათვის აიღეთ 9-10 ვარდის ფურცელი, მოათავსეთ ქილაში და დაუმატეთ 4 სუფრის კოვზი ნუშის ზეთი. მეორე დღეს აიღეთ ბამბის დისკები, დაასველეთ ნარევში და შეიზილეთ თვალების გარშემო კანზე. ეს არის თვალის გაახალგაზრდავების ძალიან ეფექტური და სასიამოვნო მკურნალობა.