დაამარცხეთ სახის ნაოჭები ამ ბუნებრივი საშუალებების მეშვეობით
კანი თვალების გარშემო ძალიან დელიკატურია. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სწორედ აქ ჩნდება პირველი ნაოჭები. ტრადიციული მედიცინა გთავაზობთ შემდეგ რეცეპტებს მგრძნობიარე ადგილების ელასტიურობის მისაცემად.თუმცა პირველი რაც უნდა გააკეთოთ ნაოჭების თავიდან ასაცილებლად და შესამცირებლად არის კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავების გაზრდა. ამის გაკეთება შეგიძლიათ სწორი დიეტის, ვიტამინის დამატებების და სახის ნიღბების საშუალებით. ნაოჭების საწინააღმდეგო სახის ხელნაკეთი ნიღბები ატენიანებს და აახალგაზრდავებს თქვენს კანს.
გაგაცნობთ ხალხური საშუალებებით დამზადებულ სახის ნიღბებს ნაოჭების წინააღმდეგ.
რძე და შვრიის ფაფა
რძის და შვრიის ფქვილის ნარევის გამოყენება შესანიშნავი საშუალებაა თქვენი კანის დასატენიანებლად. არ აქვს მნიშვნელობა კანის ტიპი ცხიმიანია, მშრალი თუ კომბინირებული; ეს ნიღაბი იდეალურია მინარევების ღრმა გაწმენდისა და კანის მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად. შვრიის ფაფა შეიცავს ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლიათ თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლა. რაც შეეხება რძეს, ის ატენიანებს, ქერცლავს და ასუფთავებს სახის კანს კოლაგენის გამომუშავების სტიმულირებით.
ინგრედიენტები:- 2 სუფრის კოვზი შვრიის ფქვილი და 1/2 ჭიქა რძე.
გაათბეთ რძე (ადუღებამდე) ამ დროის განმავლობაშ კი დაფქვით ბლენდერში შვრიის ფანტელები, ისე რომ მიიღოთ ფქვილის მსგავსი მასა. მას შემდეგ, რაც რძე გათბება, დაამატეთ შვრიის ფქვილი. გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ ნარევი ოთახის ტემპერატურაზე. დაიბანეთ სახე ცივი წყლით. წაისვით ნიღაბი კისერზე, ყბის ხაზსა და სახეზე. სუფთა ხელებით, წრიული მოძრაობით შეიზილეთ კანი, რომ მთელს სახეზე კარგად გაშალოთ ნიღაბი. გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. საუკეთესო შედეგის მისაღებად გამოიყენეთ ეს ნიღაბი კვირაში 3-ჯერ.
კვერცხის ცილა და თაფლი
კვერცხის ცილა გამოიყენება კანის დარბილების, დაბერების ნებისმიერი ნიშნის შესამცირებლად და დაზიანებული ადგილების გამოსასწორებლად. ისინი მოქმედებენ როგორც შემკვრელი და ამქერცლავი, აძლიერებენ ფხვიერ კანს და ამშვიდებენ ანთებულ ფორებს.
ინგრედიენტები:- 1 ცალი კვერცხი და 1 სუფრის კოვზი თაფლი.
დაიბანეთ სახე საპნით და წყლით კარგად. შეურიეთ კვერცხის ცილა თაფლს. ნიღაბი თანაბრად გაანაწილეთ სახეზე, განსაკუთრებით თვალების კუთხეებში და ნაოჭების სხვა ადგილებში. გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი შეგიძლიათ გამოიყენოთ კვირაში ორჯერ.
ალოე ვერა და კიტრი
ალოე ვერა უზრუნველყოფს თქვენს კანის დატენიანებას და სიგლუვეს. ეს არის შესანიშნავი ინგრედიენტი, რომელიც ღრმად აღწევს თქვენს კანში და ხელს უშლის სიმშრალეს, ასევე დაბერების ნიშნებს. მას აქვს დაბერების საწინააღმდეგო თვისებები: ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას,ასევე ხელს უწყობს სახის კანის ჯანმრთელობასა და დატენიანებას. კიტრიც გამოირჩევა დამატენიანებელი ეფექტით კოსმეტოლოგიაში. იგი შეიცავს მრავალ ვიტამინს და მინერალს, რომელსაც შეუძლია აღადგინოს დაზიანებული კანი.
ინგრედიენტები:- ალოე ვერას გელი (100 გრ) და 1 ცალი კიტრი.
შეუთავსეთ ალოე ვერა და კიტრი და დაამატეთ წყალი, სანამ გლუვი გახდება. წაისვით ნარევი თქვენს სახეზე და გაიჩერეთ მთელი ღამით. დილით ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიმეორეთ პროცესი კვირაში ერთხელ და დაემშვიდობეთ ნაოჭებს.
ბანანი და ავოკადო
ბანანი კარგია კანისთვის C ვიტამინისა და B6 ვიტამინის წყალობით. ეს ვიტამინები ელასტიურობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ისინი მოქმედებენ როგორც ანტიოქსიდანტები, ეხმარება თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში და ატენიანებს და აღადგენს მზისგან მიყენებულ დაზიანებას. ავოკადო მდიდარია ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავებით. ის შეიცავს A, C და E ვიტამინებს და გამოიყენება კოსმეტიკურ ინდუსტრიაში ნაოჭების, ნაწიბურების შესამცირებლად.
ინგრედიენტები:- 1 პატარა ავოკადო (200 გრ) და 1 ცალი ბანანი (100 გრ)
ავოკადოს რბილობი ჩანგლით კარგად ჩაჭყლიტეთ თასში. ბანანი გახეხეთ, დაამატეთ ავოკადოს და აურიეთ, სანამ გლუვი არ გახდება. კარგად დაიბანეთ სახე. წაისვით ნიღაბი სახეზე, კისერზე და ყბის ხაზზე და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიმეორეთ ეს პროცესი კვირაში 2-3-ჯერ ნაოჭების თავიდან ასაცილებლად (ან შესამცირებლად).