დალიეთ რძიანი თაფლი. ის ნამდვილად გიშველით უძილობის დროს

ალბათ ყველას, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ჰქონია ის მომენტი, როდესაც ღამე ვერა და ვერ იძინებთ, ტრიალებთ ლოგინში უმიზნოდ, თავში ათასი უაზრო ფიქრი გაწვებათ, ცდილობთ დაძინებას, მაგრამ არ გამოგდით. ელოდებით მაღვიძარას, რომ დარეკოს და ადგეთ. ასეთ დროს კი ძალიან დაღლილი და დათრგუნული ხართ, რადგან მთელი ღამის განმავლობბაში ვერ შეძელით თვალის მოხუჭვა.
ასეთ დროს ხშირად ადამიანები მიმართავენ სხვადასხვა დამამშვიდებელ საშუალებებს. ამის სანაცვლოდ ჩვენ გვინდა გასწავლოთ ნატურალური საშუალების მომზადება, რომელიც სწორედ უძილობის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. რომლის დალევის შემდეგ ადვილად და უშფოთველად შეძლებთ დაძინებას.

თაფლი და რძე ტრადიციულად გამოიყენება როგორც უძილობის სამკურნალო საშუალება. ცალ-ცალკე ისინი საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ ეფექტი უფრო ძლიერდება, როდესაც ისინი ერთად არიან კომბინირებული. თაფლი ერთ-ერთი იშვიათი შაქრიანი საკვებია, რომელიც იწვევს სისხლში ინსულინის რაოდენობის კონტროლირებულ ზრდას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ჰორმონის ტრიპტოფანის გამომუშავებას, რომელიც შემდეგ ტვინში გამოიყოფა. ტრიპტოფანი ჩვეულებრივ გარდაიქმნება სეროტონინად, რაც იწვევს მოდუნების შეგრძნებას. გარდა ამისა, სეროტონინი ჩვეულებრივ გარდაიქმნება მელატონინად, მაღალ დამუშავებულ საძილე აბად. ამ საკმაოდ შერეული ქიმიური გზების საშუალებით, თაფლი და რძე უძილობას ებრძვის!

ამ ჯადოსნური სასმელის დამზადება ყველაზე მარტივია. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ 180 მლ რძე, 1 წვეთი ვანილის ექსტრაქტი და 1 ჩაის კოვზი თაფლი.
მომზადება:პატარა ქვაბში ჩაასხით რძე და შეათბეთ, მაგრამ არ აადუღოთ.გადმოდგით ცეცხლიდან და დაასხით ჭიქაში. დაამატეთ ვანილი და თაფლი იმ რაოდენობით რაც ზემოთ გაქვს მოცემული. კარგად მოურიეთ ჩაის კოვზით და ნელა-ნელა დალიეთ ძილის წინ.
შენიშვნა: ისინი, ვისაც ალერგია აქვს ლაქტოზაზე, უნდა ერიდონ რძის გამოყენებას. ამ რეცეპტში შეუძლიათ შეცვალონ რძე სოიოს, ბრინჯის ან ნუშის რძით. ასე თავიდან აირიდებთ ალერგიას. დალიეთ ეს საშუალება და მშვიდად იძინეთ. კეთილი სიზმრები.

Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია