ალოეს წვენი დაგვეხმარება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ
ალოეს, ამ ე.წ. უდაბნოს "შროშანის" სამშობლო აფრიკაა. მისი სასწაულმოქმედი თვისებები არც ძველი ევროპელებისთვის იყო უცნობი. მათ რეცეპტებში ის მოიხსენიება, როგორც "ახალგაზრდობის ელექსირი".
ალოეს წვენის მცირე დოზა აძლიერებს მადას, გამოიყენება ანთების საწინააღმდეგოდ, კანის სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების სამკურნალოდ, ასევე ეს საშუალება სწრაფად ახორცებს ჭრილობებს. მასში შემავალი პოლისაქარიდები აძლიერებს იმუნიტეტს.
ოთახის ალოე არასასურველ პირობებში ფოთლებში აგროვებს ბიოგენურ სტიმულატორებს. სწორედ ამ თვისებას ეფუძნება რუსი ოფთალმოლოგის ვ. ფილატოვის მიერ შემოღებული თვალის ქსოვილის თერაპია.
ალოეს წვენის ეფექტიანობის გასაძლიერებლად საჭიროა მოჭრილი ფოთლები 8-12 დღე-ღამე შეინახოთ 6-8°C-ზე მაცივარში. წვენის მისაღებად უმჯობესია ფოთლები ხელით დააქუცმაცოთ და არა დანით (ე.ი. უკეთესია თუ არ გამოიყენებთ ლითონიან ნივთს მის მოსაჭრელად), გაფილტრეთ სამმაგ მარლაში და 2-3 წუთი ადუღეთ.
ალოე შეიძლება გამოიყენოთ სხვადასხვა შემთხვევაში:-აკნეს (იგივე ცხიმგროვას) შემთხვევაში დღეში რამდენჯერმე წაისვით დაზიანებულ კანზე ალოეს წვენი (ან აფთიაქში ნაყიდი გელი), როგორც სადეზინფექციო და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. -მწვავე მეტეორიზმის (იგივე ყაბზობის) დროს მიიღეთ 30 წვეთი წყალში გაზავებული ალოე საათში ერთხელ-მანამ სანამ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.
-სოკოვანი დაავადებისას ალოეს გელში ან წვენში დაასველეთ ბამბის დისკი და დღეში რამდენჯერმე წაისვით დაავადებულ ადგილზე. შემდეგ კი ზემოდან ჩაიცვით ბამბის ახალი წინდა. -მწერების ნაკბენზე რამდენჯერმე წაისვით ახლადმოჭრილი ალოეს ფოთლის გამოწურული წვენი. ეს ყოველივე მოგიხსნით ქავილის შეგრძნებას და შეაჩერებს შეშუპებას.
-დამწვრობისას, როგორც კი წვა გაგინელდებათ, რაც შეიძლება სწრაფად წაისვით ალოეს წვენი გაწითლებულ ადგილებზე. -იმუნიტეტის ასამაღლებლად ცივ და ნესტიან ამინდში მიიღეთ ალოეს წვენის 20-20 წვეთი 5-ჯერ დღეში 1-2 თვის განმავლობაში.
-პაროდონტოზის (გრძილებიდან სისხლდენის) დროს კბილები კარგად გაიხეხეთ და გამოივლეთ პირში 1 ს/კ ალოეს ექსტრაქტი ან დაღეჭეთ ახალმოჭრილი ფოთოლი. მკურნალობის კურში ჩაიტარეთ იქამდე, სანამ უკეთეს შედეგს არ შეატყობთ კბილებს.
-სურდოს დროს ცხვირში ჩიწვეთეთ ახალგამოწურული 5-6 წვეთი ალოე 2-3-ჯერ დღეში-რამოდენიმე საათის შუალედში. -ჯიბლიბოს დროს 5 გ ალოეს ფოთოლი დააქუცმაცეთ რაც შეიძლება წვრილად, დაასხით 1 ჩ/ჭ ანადუღარი წყალი. გააჩერეთ 6 საათი. დროის გასვლის შემდეგ გაბილტრეთ და გაიკეთეთ სველი საფენები ჯიბლიბოზე.
-იმუნიტეტის გასაძლიერებლად ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ შემდეგი სახის სასმელლი: 100გ ალოეს წვენს დაუმატეთ 500 გ კაკალი, 300 გ ნატურალური თაფლი და 2-3 ცალი ლიმონის წვენი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთს ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი შემადგენლობის მასა. მიიღეთ 1 ჩ/კ 3-ჯერ დღეში ჭამამდე 1 საათით ადრე. ეს სასმელი განსაკუთრებით სასარგებლოა დასუსტებული ადამიანებისა და ბავშვებისთვის.