ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ თქვენ დაივიწყებთ დამსკდარი ქუსლების არსებობას! ეს უნდა სცადოთ..
ფეხის ქუსლებზე ბზარები, სიმშრალე და ფეხის სხვა პრობლემები შეიძლება ართულებდეს ცხოვრებას და დისკომფორტს გიქმნიდეთ.
ქუსლებზე კანს ბუნებით გაცილებით მკვრივი სტრუქტურა აქვს, ვიდრე სხეულზე და სახეზე, რადგან სწორედ ქუსლებს აქვთ ძირითადი დატვირთვა სიარულის დროს. პრობლემები ფეხის კანზე იწყება მაშინ, როდესაც ირღვევა კანის უჯრედების განახლების ბალანსი, ანუ ახალი უჯრედების წარმოქმნის სიჩქარე აღემატება დესქვამაციის სიჩქარეს. ამ ფენომენს ჰიპერკერატოზს უწოდებენ. ეს ასევე იწვევს ბზარების წარმოქმნას.
ეს შეიძლება იყოს არასათანადოდ მორგებული ფეხსაცმლის გამო. ზედმეტად მჭიდრო ფეხსაცმელი კანს ახურებს, ამის გამო სხეულს შეუძლია ინტენსიურად დაიწყოს ახალი კანის უჯრედების წარმოება, რომლებიც შემდეგ გადაიქცევა სქელი რქოვანა ფენად. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ან ზედმეტად ბრტყელძირიანი ტუფლები ასევე ხელს უწყობს ფეხის დატვირთვის არასათანადო განაწილებას და შესაბამისად, ახალი უჯრედების ფორმირებას. თუ ხშირად დისკომპორტს გრძნობთ თქვენს ფეხსაცმელში, უმჯობესია შეცვალოთ ისინი.
სანამ დაიწყებდეთ დაბზარული ქუსლების მკურნალობას, ჯერ უნდა გაარკვით თუ რის გამო სკდება ქუსლები. ამის გარეშე შეიძლება სხვადასხვა მალამოებით გაიმთლიანოთ ქუსლი, მაგრამ დაავადება მაინც თავისას იზავს და მაინც გასკდება. სჯობს ჯერ მიზეზი გაიგოთ და შემდეგ დაიწყოთ სწორი მკურნალობა..
პირადი ჰიგიენის საშუალებები და ჯანსაღი კვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ფეხების ჯანმრთელობაზე.
ჩვენ გირჩევთ მარტივ მკურნალობას, რომელიც დაგეხმარებათ ლამაზი და ჯანმრთელი ფეხების შენარჩუნებაში. ეს საშუალება ხელს შეუშლის სიმშრალეს, აქერცვლას და მოგიხსნით ფეხის დაღლას უმოკლეს დროში, ასევე კარგი საშუალებაა დამსკდარი ქუსლების გამთლიანებისთვის. ამ საშუსლების ყველა ინგრედიენტი ალბათ, ყველა დიასახლისის სამზარეულოში მოიპოვება.
შემადგენელი ინგრედიენტებია:
3-4 ჭიქა რძე და 3 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა
მომზადების მეთოდი:
პირველი რაც უნდა გააკეთოთ ეს არის რძის ქვაბში ჩასხმა და გაზქურაზე დადგმა გასათბობად. როდესაც რძე გათბება ჩაასხით თასში(სადაც შეძლებთ ფეხების ჩაწყობას) და დაამატეთ სოდა. კარგად აურიეთ და ჩააწყვეთ ფეხები 10 წუთის განმავლობაში. როდესაც 10 წუთი გავა ამოაწყვეთ ფეხები და მაშინვე ჩამოიბანეთ თბილი წყლით და პირსახოცით გააშრეთ. ამის შემდეგ წაისვით ყოველდღიური ფეხის კრემი და ისიამოვნეთ შედეგებით.