ჰაიმორიტის სამკურნალო მალამო – რა საშუალებები არაღ ვცადე – მხოლოდ ეს მალამო დამეხმარა!

ჰაიმორიტი ზედა ყბის ძვლის წიაღის ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელიც, არსებითად, მწვავე სურდოს, გრიპის, წითელას, ქუნთრუშასა და სხვა ინფექციური დაავადებების გართულებას წარმოადგენს. მოსახლეობა ხშირად ერთმა-ნეთში ურევს ჰაიმორიტსა და ფრონტიტს. მათ შორის განსხვავება უკეთ რომ ავხსნათ, მოკლედ შევეხებით ცხვირის დანამატ წიაღებს და მათ განლაგებას.

ჰაიმორიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. ქრონიკული ჰაიმორიტი, წესისამებრ, მწვავე პროცესის გაგრძელებაა. ჰაიმორის ღრუში 4 კვირაზე მეტხანს გაგრძელებული პროცესი გახანგრძლივებულად ითვლება, ხოლო თუ ის მე-6 კვირის მიწურულსაც არ ალაგდა, დაავადება ქრონიკულ ფორმაში გადასულა.

რა იწვევს ჰაიმორიტს?

ჰაიმორიტის მთავარი მიზეზი ინფექციაა – ბაქტერია ან ვირუსი ცხვირის ღრუს გავლით ან სისხლის მეშვეობით ჰაიმორის წიაღში იჭრება და ანთებით პროცესს იწვევს. ჩამოვთვლით ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობს ჰაიმორიტის განვითარებას:

1. ყველა ის მდგომარეობა, რომელიც კი ცხვირით სუნთქვას არღვევს: ძგიდის გამრუდება, ვაზომოტორული რინიტი, ჰიპერტროფიული რინიტი (ცხვირის ნიჟარების გადიდება), ადენოიდები, ცხვირის ალერგიული დაავადებები;

2. იმუნური სისტემის დასუსტება, რომელიც გამოწვეულია ხანგრძლივი ქრონიკული დაავადებით, ალერგიული მდგომარეობით და სხვა;

3. ბანალური გაციების, ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, რინიტის დაგვიანებული ან არასწორი მკურნალობა;

4. ბაქტერიამატარებლობა;

5. ცხვირის ღრუს ანატომიური სტრუქტურების თანდაყოლილი დარღვევები.

ჰაიმორიტის საკურნალო მალამოს დასამზადებლად დაგჭირდებათ:

თაფლი, მზესუმზირის ზეთი, არაყი, სარეცხი საპონი, ერთი თავი ხახვი

მომზადების პროცესი:

ყველა ინგრედიენტი მიიღება თანაბარი პროპორციით. დაჭერით ხახვი და საპონი, მოატავსეთ ბლენდერში და კარგად დააქუცმაცეთ. შემდეგ კარგად შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და მოათავსეთ ნარევი წყლის აბაზანაზე. როდესაც ის გახურდება და გახდება ერთგვაროვანი, გადმოდგით გაზქურიდან და დატოვეთ გასაგრილებლად.

გამოყენების მეთოდი:

წაუსვით მცირე რაოდენობით მალამო ბამბის ტამპონს და წაისვით ნესტოში 20 წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ დღეში 3-ჯერ.

გარდა ამისა, გააძლიერეთ თქვენი იმუნური სისტემა ვიტამინებით, საკვები დანამატებით, ხახვით, ნიორით, ჯანჯაფილით და ჩამოიბანეთ ცხვირი ფიზიოლოგიური ხსნარით.

Facebook კომენტარები