თუ კუჭის წყლული გაწუხებთ..

იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელი და განკურნოთ ისეთი დაავადება, როგორიცაა კუჭის წყლული, გვერდითი მოვლენების დიდი ჩამონათვალის მქონე მედიკამენტების მიღების გარეშე, უნდა მიიღოთ კარტოფილის წვენი.
კარტოფილი ჩვენი კვების რაციონში ყველაზე ხშირად მოხმარებადი პროდუქტია. ასეთ დროს, არც კი ვფიქრობთ იმაზე, თუ რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს იგი. კარტოფილს იყენებდნენ უძველესი დროიდან ტრადიციული მკურნალები მრავალი დაავადებების სამკურნალოდ, რა თქმა უნდა, კუჭის წყლულის ჩათვლით.

ასეთ დროს განსაკუთრებით ღირებულია კარტოფილის წვენი. სწორად მომზადებული წვენი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ საჭმლის მონელების პრობლემების აღმოფხვრას, არამედ ჯანმრთელობის აღდგენას.
ბევრს სჯერა, რომ კარტოფილი მხოლოდ ერთ სახამებელს შეიცავს და მასში ძალიან ცოტა საკვები ნივთიერებებია. მაგრამ ეს ასე როდია. კარტოფილის სასარგებლო თვისებების შესწავლისას გაირკვა, რომ ის შეიცავს არა მხოლოდ კარგად ცნობილ სახამებელს, არამედ სხვა სასარგებლო ნივთიერებებს:
კარგად ათვისებული ბოჭკოვანი; ცილები; ორგანული მჟავები; ვიტამინები. ამ ჩამონათვალში შედის A, C, E ვიტამინები, ასევე B ჯგუფის ვიტამინები, ფოლიუმის მჟავა, ბეტა-კაროტინი; ცხიმები; მინერალები. კარტოფილი მდიდარია ფოსფორით, კალიუმით, გოგირდით, კალციუმით, მაგნიუმით, სპილენძით და რკინით; ადვილად ასათვისებელი მცენარეული ცილა; ბუნებრივი შაქარი, რომელიც ძალიან ადვილად შეიწოვება ჩვენი ორგანიზმის მიერ.

გაითვალისწინეთ, რომ ამ ნივთიერებების სინთეზირება უკიდურესად რთულია ლაბორატორიულ პირობებში, რაც კარტოფილს ძალიან ძვირფას საკვებ პროდუქტად აქცევს. ბოსტნეულის შემადგენლობაში შემავალი ყველა საკვები ნივთიერების ადვილად მონელება ხელს უწყობს საჭმლის მონელების ნორმალიზებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კუჭის წყლულის მქონე ადამიანებისთვის. გარდა ამისა, კარტოფილის ჭამა აუცილებელია მეტაბოლური პროცესების დასაბალანსებლად.

ბოსტნეულის თერმული დამუშავება იწვევს საკვები ნივთიერებების უმეტესობის განადგურებას. კარტოფილის სარგებლიანობისთვის ყველაზე ცუდად აისახება მისი შეწვა. შემწვარი კარტოფილი მრავალი ჩვენგანის საყვარელი კერძია, რაც ბუნებრივად იწვევს კვების რაციონში საკვებ ნივთიერებების ნაკლებობას.
ყველაზე გამოხატული სასარგებლო თვისებები ახასიათებს ნედლ კარტოფილს. ამიტომ მისი წვენი შედის ხალხური საშუალებებით მკურნალობის რეცეპტში, ყოველგვარი თერმული დამუშავების გარეშე.
კარტოფილისგან დამზადებული წვენი შეიცავს მაქსიმალურ რაოდენობას ნუტრიენტების. სწორედ მას იყენებენ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ.

ამ ბოსტნეულის ახლად დამზადებულ წვენს აქვს მრავალფეროვანი სასარგებლო ეფექტი:
ანტისპაზმური და ანტიმიკრობული საშუალებაა; ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას; აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი; შეუძლია შარდსადენის სტიმულირება; ასევე მსუბუქი საფაღარათო საშუალებაცაა.

ასეთი ხალხური საშუალებით მკურნალობისას უნდა გვახსოვდეს, რომ წვენი უნდა მიიღოთ მხოლოდ ახლად გამოწურული. იგი არ ინახება მაცივარში, რადგან გარკვეული დროის შემდეგ ის იწყებს სასარგებლო თვისებების დაკარგვას და ხდება პათოგენური მიკროორგანიზმების სანაშენე ადგილი.

როგორ მოვამზადოთ და დავლიოთ კარტოფილის წვენი?

აიღეთ კარტოფილი, გაასუფთავეთ და გახეხეთ წვრილ სახეხზე ან დააბლენდერეთ. შემდეგ მიღებული მასა მოათავსეთ სუფთა ნაჭერში ან მარლაში და გამოწურეთ წვენი. ახლად დამზადებული წვენი უნდა მიიღოთ ჭამამდე 30 წუთით ადრე დღეში სამჯერ ან ოთხჯერ. მკურნალობის კურსი 20 დღეა. დოზა თანდათან იზრდება, თავდაპირველად ვიღებთ ჭიქის ¼ , შემდეგ, ნელ-ნელა გავზრდით და მივიღებთ ¾-ს დღიურ დოზას.
ასევე, კარტოფილის წვენი შეიძლება კომბინირებული იყოს სტაფილოს წვენთან. ეს ნარევი უფრო ეფექტურია წყლულების, გასტრიტისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა დარღვევების დროს. კურსის დაწყებიდან რამდენიმე დღეში კარტოფილისა და  სტაფილოს კოქტეილი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას.

გაფრთხილება: გარკვეული დაავადებების დროს, სასმელი მიღება არ შეიძლება, ეს დაავადებებია
დიაბეტი; პანკრეატიტი; კარიესი; კუჭის მჟავიანობის დაქვეითება; ნაწლავების შეშუპება; სიმსუქნე; საშარდე სისტემის დარღვევა; ალერგია კარტოფილზე.
არ უნდა მიიღოთ სასმელი თერაპიული ეფექტის მისაღებად საჭირო დროზე მეტხანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შეუძლია დაარღვიოს პანკრეასის მუშაობა.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია