როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ხრაშუნა და ოქროსფერი საზამთროს მურაბა
დღეს მინდა გაგიზიაროთ საზამთროს მურაბის არაჩვეულებრივი რეცეპტი. ამ რეცეპტს იყენებდა ბებიაჩემი დიდი ხნის განმავლობაში და მისი მომზადებული მურაბა გამოდიოდა ძალიან ხრაშუნა და ოქროსფერი. ძალიან გემრიელი.
მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები:
საზამთროს ქერქი – 2 კგ (მზა), შაქარი – 2.5 კგ, წყალი – 5-6 ჭიქა, კირი – 400 გ, კარდამონი (ილი) – 2 ჩ.კ, შაბი – 1 ს.კ, ვანილი.
მომზადების წესები
საზამთროს ქერქებს ააჭერით კანი და გულის ვარდისფერი ნაწილი, დარჩენილი თეთრი მასა დაჭერით პატარა ოთხკუთხედებად, დაჩხვლიტეთ ჩანგლით და ჩაყარეთ კირიან ცივ წყალში, თან ვურიოთ შიგადაშიგ. 2-3 საათის შემდეგ ორჯერ ან სამჯერ გაავლეთ გამდინარე წყალში, ამის შემდეგ ერთხელ მსუბუქ შაქარ-წყალში წამოვადუღოთ და გავაციოთ. 2 კგ. შაქარს დავასხათ 5-6 ჭიქა წყალი და დავდგათ ცეცხლზე, როდესაც სიროფი კარგად მოიხარშება, შიგ ჩავყაროთ გაციებული საზამთროს ქერქები, დავუმატოთ ილი (ილი სასურველია ჩავყაროთ 2-3 პირად გადაკეცილ დოლბანდში, შევკრათ ძაფით და ასე მოვათავსოთ მურაბასთან ერთად. როდესაც მურაბა მოიხარშება, ამოვიღოთ) და ვანილი და სანამ მურაბა ბოლომდე არ მომზადდება, ვხარშოთ, შემდეგ კი ცხელივე ჩავასხათ ქილებში. თუ სიროფი ცოტა დააკლდა მურაბას, ზემოხსენებული პროპორციით იგი მოვამზადოთ ცალკე და დავუმატოთ მურაბას.
Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.