ეს მეთოდი ყველაზე მარტივია ფარისებრი ჯირჯვალის სამკურნალოდ

აი როგორ ვიმკურნალე ფარისებრ ჯირკვალზე ხალხური მეთოდით.

ჩვენს ქვეყანაში ყოველ მეორეს ჩიყვი აქვს. ვგრძნობდი, უარესობისკენ მივდიოდი, ჯირკვალი უკვე ისე გაიზარდა, რომ თვალში გეცემოდათ. კომპლექსური მკურნალობის შემდეგ გადავწყვიტე, ხალხური მეთოდებიც მეცადა. უამრავი რეცეპტი მოვიძიე, ბევრიც მაჩუქეს, მაგრამ ყველაზე ხშირად ერთი მათგანი მხვდებოდა თვალში. გადავწყვიტე, პირველად სწორედ ის მესინჯა.

დაველოდე გაზაფხულს, დავკრიფე ალუბლის მოზრდილი კვირტები, ნაწილი მარაგად მოვამზადე, ნაწილი კი მაშინვე გამოვიყენე”, – აღნიშნავს მკითხველი და რეცეპტს გვთავაზობს:

აიღეთ 100 გ ალუბლის დაკვირტული ტოტები, დაასხით 0,5 ლიტრი ადუღებული წყალი და ნახევარ საათს ადუღეთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ გააცივეთ და გადაწურეთ. მიიღეთ სუფრის კოვზით დღეში სამჯერ ჭამამდე.

ზუსტად ერთი თვის შემდეგ ექიმმა მითხრა, რომ ოპერაცია აუცილებელი აღარ იყო. ალუბლის კვირტებით კურსობრივად ვმკურნალობდი თვეების განმავლობაში. ფარისებრი ჯირკვალმა თანდათან დაიბრუნა ნორმალური ზომა. აღარც მაწუხებდა. მოხარული ვინქები თუ ეს რეცეფტი თქვენც მოგეწონებათ.

აქვე გაგიზიარებთ სხვა ბევჯერ ნაცად მეთოდებსაც:

1. 10 ლიმონის წვენი, 10 თავი წვრილად დაჭრილი ნიორი, 1 ლ ნატურალური თაფლი კარგად აურიეთ ერთმანეთში და დააყენეთ 7 დღის განმავლობაში. მიიღეთ აუჩქარებლად 4 ჩ.კ. დღეში ერთხელ. კურსი – 1 თვე, 1 თვე დაისვენეთ, შემდეგ გაიმეორეთ.

2. გახეხეთ 1 ლიმონი კანიანად, მოაყარეთ შაქარი და მიიღეთ თითო ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსი – 1 თვე, 1 თვე დაისვენეთ, შემდეგ გაიმეორეთ.

3. 0,5 ლ შუშის ქილაში ჩაყარეთ 14 ც. კაკლის ნაჭუჭი, შეავსეთ არყით, დაახურეთ მჭიდროდ თავსახური და დადგით 7 დღით თბილ ბნელ ადგილას. მიიღეთ დილას უზმოზე თითო სუფრის კოვზი. კურსი – 1 თვე, 1 თვე დაისვენეთ, შემდეგ გაიმეორეთ.

4. 1 ჭიქა შვრიის მარცვალს დაასხით 5 ჭიქა წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ხარშეთ თხელი კისელის კონსისტენციის მიღებამდე. შემდეგ გაწურეთ, დაამატეთ 2 ჭიქა რძე და მიიყვანეთ დუღილამდე. დაამატეთ 2 ს.კ. თაფლი და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. მიიღეთ 0,5 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსი – 1 თვე, 1 თვე დაისვენეთ, შემდეგ გაიმეორეთ.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია