იტანჯებით გლაუკომით და თვალის პრობლემებით? – აქ მოცემულია რეცეპტები, რომლებიც ნამდვილად დაგეხმარებათ ამ პრობლემების მოგვარებაში!

ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების დროულად გამოვლენა და მასთან ბრძოლის დაწყება! საწყის ეტაპზე გლაუკომის განვითარების შესაჩერებლად შესაძლებელია ფარმაცევტული პრეპარატის “ტაუფონის” 2 წვეთის ჩასხმა დღეში 2-3-ჯერ თითოეულ თვალში. მკურნალობის კურსი 1 თვე, შეისვენეთ 2 კვირით და შემდეგ გაიმეორეთ. შესვენების დროს დღეში 2-3-ჯერ ჩაიწვეთეთ 2-3 წვეთი ნატურალური თაფლისა და ადუღებული წყლის ნარევი, თანაბრად მიღებული მოცულობით. ჩაატარეთ ასეთი მკურნალობა წელიწადში 3-4 ჯერ.

მეტი ეფექტისთვის დაასხით 0,5 ჭიქა მდუღარე წყალი 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ანისულის ბალახს, დააყოვნეთ 5 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თვალები ამ მცენარეული სიროფით დღეში 3-4 ჯერ. გარდა ამისა, თვალები დღეში 5-ჯერ ჩამოიბანეთ ალოეს წვენით, რომელიც განზავებულია ნახევრად ცივი ადუღებული წყლით.

ასევე შეგიძლიათ ოქროს ულვაშის ახალი წვენი ჩაიწვეთოთ თვალებში, 2 წვეთი დღეში 1-ჯერ 10 დღის განმავლობაში. 3 კვირიანი შესვენების შემდეგ გაიმეორეთ მკურნალობის კურსი. შესვენების დროს კი აიღეთ ოქროს ულვაში. მცენარის ფოთოლი 20 სმ სიგრძით უნდა დაანაწევროთ, დაასხათ 1 ლიტრი მდუღარე წყალი, უნდა შეფუთოთ 24 საათის განმავლობაში, გაწუროთ და მიიღოთ 1 ს.კ. დღეში 4-ჯერ ჭამამდე 30-40 წუთით ადრე. შეინახეთ ინფუზია ოთახის ტემპერატურაზე ბნელ ადგილას.

ასევე, გლაუკომა არ პროგრესირებს, თუ 6 გრ ადონისის საგაზაფხულო ბალახს დაასხავთ ჭიქა წყალს, დააყოვნებთ 2-4 საათი, შემდეგ გაწურავთ და მიიღებთ 1 ს.კ. ინფუზიას დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე.

მკურნალობის დროს აკრძალულია ატროპინის, ბელადონას და კოფეინის შემცველი წამლების გამოყენება. თავიდან უნდა იქნას აცილებული ნერვული დაძაბულობა.

უკუნაჩვენებია ალკოჰოლური სასმელები, ნატურალური ყავა, ძლიერი ჩაი და მოწევა. ყოველდღიური დიეტა უნდა იყოს რძის პროდუქტებისა და ბოსტნეულისგან შემდგარი. მათ, ვისაც გლაუკომა აწუხებს, არ უნდა დაიტვირთონ თავი ფიზიკური სამუშაოთი, ასევე ღამე მუშაობით და ასევე თავი უნდა აარიდონ სამუშაოს, სადაც დღის განმავლობაშ ხშირად მოუწევთ თავის დახრა (მაგ: რეცხვა, იატაკის გაწმენდა და ა.შ.).

აკრძალულია თმის ძალიან ცხელი წყლით დაბანა, ასევე გარუჯვაც. ამ პრობლემის მქონე ადმაიანებმა უნდა დაიძინოთ მაღალ ბალიშზე და ტელევიზორს უნდა უყუროთ მხოლოდ და მხოლოდ განათებულ ოთახში, არავითარ შემთვევაში ჩაბნელებულში.

Facebook კომენტარები