ჯანსაღი და წარმოუდგენლად ახალი სალათი. დაიკელი წონაში გემრიელად!

ყველას გვინდა ლამაზი და მოხდენილი სხეული გვქონდეს. მაგრამ ყველას როდის გვაქვს გენეტიკაში ლამაზი სხეულის ფორმები. გარდა გენეტიკისა, ზოგჯერ ბუნებრივი პირობებიც ზემოქმედებს ამ ყველაფერზე. ამიტომ ხშირად გვიწევს ხოლმე დიეტებისა და დეტოქსიკური სასმელების დალევა. სწორედ ეს დიეტები იწვევენ ძალიან დიდ სტრესს, რომელიც კიდევ უფრო ცუდია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ვიდრე მკაცრი დიეტები. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ გვინდა გასწავლოთ ძალიან გემრიელი სალათი, რომელიც არა მარტო სასურველია ყველასთვის, არამედ წონაში კლებაშიც შეგიწყობთ ხელს. და რაც მთავარია ეს მოხდება ყოველგვარი სტრესისა და გუნება განწყობის გაუარესების გარეშე. ამ სალათის სახელია საზამთროს სალათი "ფეტა" ყველით.

ხოლო, მისი შემადგენელი ინგრედიენტებია:

საზამთრო 400 გრ, ფეტა (ყველი) 100 გრ, ზეითუნის ზეთი 2 ს / კ, ბალზამიანი ძმარი 1 ჩ / კ, ლიმონის წვენი 2 ჩ / კ, რამოდენიმე ღერო პიტნა და მარილი, წიწაკა 0.25 ჩ / კ.

აი როგორ შეგიძლიათ მისი მომზადება
გააცალეთ საზამთროს რბილობი და დაჭერით კუბიკებად. დაჭერით ფეტა საშუალო ნაჭრებად და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი პიტნა. ეს დაჭრილი პროდუქტები მოათავსეთ ერთად თასში და დაამატეთ ლიმონის წვენი, ზემოდან კი მოასხით ზეითუნის ზეთი, ბალზამიანი ძმარი. ბოლოს კი მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია