avia.ge

სახის დამატენიანებელი ნიღაბი, რომლის გამოყენებაც რეკომენდებულია ზაფხულში!!
კანი ჩვენი სხეულის უდიდესი ორგანოა. მას სჭირდება რეგულარული მოვლა, კვება და დატენიანება. კომბინირებული და ცხიმიანი კანის ტიპებიც კი რეგულარულად უნდა იყოს დატენიანებული, რომ უფრო დიდხანს შეინარჩუნოს სიმტკიცე და ახალგაზრდობა. ასეთ დროს სახის დამატენიანებელი ნიღბები საუკეთესო გამოსავალია.

დამატენიანებელი სახის ნიღბები ეხმარება ადამიანს სისხლის ნაკადის ნორმალიზებაში, რაც იწვევს ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით გაჯერებას, ასევე აკნესა და შავი წერტილების გაჩენის თავიდან აცილებაში უწყობს ხელს, მის საშუალებით შეგიძლიათ გახადოთ ეპიდერმისი უფრო ელასტიური.

სახე დატენიანებას წელიწადის ამ დროს უფრო საჭიროებს, რადგან ზაფხულში კანი ყველაზე მეტად შრება და სჭირდება დამატებითი სინოტივე. სწორედ ასეთი დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით ჩვენ გთავაზობთ დამატენიანებელი ნიღბის რეცეპტს: მწიფე მსხალი კარგად დაჭყლიტეთ, დაუმატეთ 1/2 სუფრის კოვზი თაფლი და 1 სუფრის კოვზი 20%-იანი ცხიმის შემცველობის არაჟანი, კარგად აურიეთ და წაისვით სახესა და ყელზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შეისხურეთ ცივი წყალი. ამ პროცედურის შემდეგ კანი ნაზი, გლუვი და ხავერდოვანი გახდება.

აუცილებლად სანახავი: მიირთვით 1 კიტრი ყოველდღე და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, საჭირო და სასარგებლო ინფორმაციაა.

Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები
aviabiletebi online