უმკურნალეთ მხრის სახსრის ართროზს თაფლის საშუალებით.

ექიმები ამბობენ, რომ სახსრების ტკივილი მომაკვდინებელი არ არისო, მაგრამ.. ძალიან მტკივნეულია. ეს ალბათ კარგად იციან ხანში შესულმა ადამიანებმა, რომლებსაც მხრის სახსრის ართროზი აწუხებთ. არადა, არსებობს ნატურალური ბიოსტიმულატორი, რომელიც ტკივილის მოხსნაში დაგეხმარებათ. ეს არის თაფლი. თაფლის მასაჟი ასე უნდა გაიკეთოთ:

1/2 სუფრის კოვზი თაფლი დადეთ ცხელი წყლით სავსე ჩაიდანის გადაბრუნებულ სახურავზე და დადგით დაბალ ცეცხლზე. მხარზე დაიდეთ ცხელი  წყლით სავსე სათბურა, დაწექით და გაჩერდით ასეთ მდგომაეობაში 15-2 წუთის განმავლობაში, თანაც პერიოდულად უცვალეთ მდგომარეობა, რათა მთელი სახსარი ანაბრად გაგითბეთ. დროის გასვლის შემდეგ დაჯექით, ორი თითით ცოთა თაფლი აიღეთ და წრიული რბილი მოძრაობით მხარზე შეიზილეთ. როგორც კი თაფლი შეიწოვება და თითები კანზე მიგეწებებათ , კვლავ გაიმეორეთ პროცედურა. პროცედურს ხანგრძლივობა 15-20 წუთი გრძელდება. ყურადღება მიაქციეთ, რომ კანი მთელი ამ ხნის განმავლობაში თაფლით იყოს დაფარული.

მასაჟის დამთავრების შემდეგ დოლბანდის 3-4 ფენა დაიფინეთ მხარზე, ისე რომ თაფლი არ მოიშოროთ და ჩაიცვით თბილი პერანგი. 2-3 საათის შემდეგ დოლბანდი მოიხსენით და მხარი თბილი წყლით მოიბანეთ. მკურნალობის კურსი არის 10 სეანსი. პირველი სამი სეანსი უნდა ჩაიტაროთ ყოველდღიურად და შემდეგი 7 სეანსი დღეგამოშვებით (ერთი დღე ჩაიტარებთ, მეორე დღეს დაისვენეთ და ა.შ.). თუ საჭირო იქნება, შეგიძლიათ მასაჟი თაფლით 2 კვირის შემდეგ გაიმეოროთ. მაგრამ კურსის სეანსები აუცილებლად 2-3 დღის გამოშვებით უნდა ჩაიტაროთ.

აუცილებლად სანახავი: ლიმონიანი წყლის დილით დალევის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები