სახის დაბერების ნებისმიერი ნიშნის (ლაქები, მუქი წრეები) აღმოფხვრა სახლის პირობებშიადამიანის სახის კანი ყველაზე ნაზი ადგილია, რადგან ის მგრძნობიარეა ყველა სახის გარე ფაქტორების მიმართ (ქარი, წვიმა, მზე, თოვლი),რომლებიც ნელ-ნელა აზიანებს ჩვენი კანის სტრუქტურას. არსებობს მრავალი ნიღაბი თუ კრემი აფთიაქებსა და კოსმეტიკურ სამყაროში ასეთი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ისინი ან ძალიან ძვირი გვიჯდება, ან არც ისე ეფექტურია როგორსაც გვპირდებიან. სწორედ ასეთ დროს ძალიან კარგი გამოსავალია ხალხური მეთოდების გამოყენება. ბუნებრივი საშუალება, რომელიც ნამდვილად დაგვეხმარება დაბერების გარკვეულ ნიშნებთან ბრძოლაში არის კარტოფილი. მარტივი ღამის ხრიკები დაბერების ნიშნების შენელებისთვის.

ლიმონის წვენი კარტოფილით
დაღლილობა შეიძლება შეგვემჩნდეს სახეზე. საბედნიეროდ, ამის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება არსებობს. თქვენ მხოლოდ გახეხეთ 1 ცალი კარტოფილი და აურიეთ ლიმონის წვენს, შემდეგ ნიღაბივით წაისვით სახეზე და გააჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში, დილით კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

დაჭრილი კარტოფილი
სახის ღრმა წმენდის ძირითადი ინგრედიენტებია კალიუმი, კალციუმი და C ვიტამინი, რაც კარტოფილში გვხვდება. თუ ძალიან ბევრი შავი ლაქა გაქვთ კანზე, იდეალურ შემთხვევაში უნდა მოათავსოთ რამდენიმე ცალი კარტოფილი მთელს სახეზე და გაიჩეროთ ის მთელი ღამის განმავლობაში.

კარტოფილი, ვაშლის ძმარი და კიტრი
მუქი ლაქები სულ უფრო და უფრო ხშირად გვხვდება, მაგრამ დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ სპეციალურ რეცეპტს.,რომლისთვისაც დაგჭირდებათ კარტოფილი, ძმარი და კიტრი. უნდა გახეხოთ კიტრი, კარტოფილი და შეურიოთ ინგრედიენტები 1 კოვზ ვაშლის ძმარს. წაისვით ნიღაბი თქვენს სახეზე და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში . შემდეგ კი დაიბანეთ სახე ნალ-თბილი წყლით .

კარტოფილის პიურე
მუქი წრეები შეიძლება იყოს სახის ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო ნაკლი რადგან მათი მოშორება რთულია. თუ ბუნებრივ საშუალებებს გამოიყენებთ, თქვენი ტანჯვა ძალიან მალე დასრულდება. აიღეთ კარტოფილი, გათალეთ და ძალიან კარგად დააქუცმაცეთ. მოათავსეთ დაქუცმაცებული კარტოფილი მუქ წრეებზე, გაიჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში, დილით კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

აუცილებლად სანახავი: ლიმონიანი წყლის დილით დალევის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია