როგორ მოვიშოროთ პიგმენტური ლაქები სახლის პირობებში? ეს ძალიან მარტივია!!.
ადამიანთა უმეტესობას აქვს პიგმენტური ლაქები და უმეტეს შემთხვევაში ისინი სრულიად უვნებელია. თუმცა ბევრისთვის იგი პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პიგმენტური ლაქები გამოსაჩენ ადგილას-სახეზე, დეკოლტეზე ან ხელებზე გვაქვს.
როგორ ვითარდება პიგმენტური ლაქები?
ეგრეთ წოდებული მელანოციტები, რომლებიც მეტ მელანინს გამოყოფენ გარკვეული ტრიგერების საშუალებით, პასუხისმგებელნი არიან კანის ასეთ ცვლილებებზე. ლაქები, სადაც მელანინის გადაჭარბებული რაოდენობა წარმოიქმნება, იქ იჩენს თავს პიგმენტური ლაქები. ამ მელანინის ზედმეტ წარმოებას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მიზეზი, როგორიცაა ჰორმონალური ცვლილებები, მეტაბოლური დარღვევები, დაბერების პროცესები, აუტოიმუნური დაავადებები ან წამლები. თუმცა პიგმენტური ცვლილებების ყველაზე გავრცელებულ მიზეზად მაინც მზის სხივები მიიჩნევა. თუ თქვენი ცხოვრების განმავლობაში ძალიან დიდი ხნით იმყოფებით მზეზე, დიდი შანსია პირველი პიგმენტური ლაქები გამოჩნდეს გარკვეული ასაკის შემდეგ.
იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ პიგმენტური ლაქების გაჩენა აუცილებელია თავი დავიცვათ ზედმეტი მზის სხივებისგან. ვიყოთ ზომიერი დროით მზეზე და გამოვიყენოთ მზისგან დამცავი კრემები. მაგრამ როგორ მოვიქცეთ თუ მაინც ვერ შევძელით მზის არიდება და მაინც გაგვიჩნდა პიგმენტური ლაქები? არ შეშინდეთ, არსებობს უამრავი საშუალება მისი გაღიავებისა და გაქრობის. მაგრამ ყველაზე ეფექტური მაინც მაყვლის ფოთლების ნაყენია. მის მოსამზადებლად დაგვჭირდება მხოლოდ და მხოლოდ მაყვლის ფოთლები .
როგორ მოვამზადოთ მაყვლის ფოთლებისა და ყლორტების ნაყენი?
ეს ძალიან ადვილია. დავკრიფოთ მაყვლის ფოთლები. კარგად გავრეცხოთ გამდინარე წყალში. ქვაბში ჩავყაროთ და დავასხათ დაახლოებით 1 ლიტრი წყალი. ვადუღოთ 20 წუთი დაბალ ცეცხლზე, შემდეგ გავაციოთ ფოთლებთან და ყლორტებთან ერთად. ამის შემდეგ გადავწუროთ და ნაყენიც მზად არის. სუფთა ნაჭერი დავალბოთ მიღებულ ნაყენში და დავიფინოთ ლაქების ადგილზე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ დავიტენიანოთ სახე, რადგან ეს ნაყენი ცოთა კანს აშრობს. სასურველია ეს პროცედურა ჩაიტაროთ საღამოს, ძილის წინ 30 წუთით ადრე. შედეგი იმდენად ეფექტურია, გაოცებული დარჩებით.