ბრინჯის სასწაულმოქმედი ნიღაბი - იაპონელი ქალების იარაღი დაბერების წინააღმდეგბრინჯი კოსმეტოლოგიური კუთხით საკმაოდ გავრცელებული პროდუქტია იაპონიაში და თანდათან მთელ მსოფლიოშიც პოპულარული ხდება. იაპონელი ქალების ბრწყინვალე და უბერებელი კანი სწორედ ამ პატარა თეთრი მარცვლების დამსახურებაა.
ბრინჯი მდიდარია E ვიტამინით, ლინოლეის მჟავით და საკმაოდ ძლიერი ანტიოქსიდანტია. ის ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას და ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას. ასეთი სასწაულმოქმედი ნიღბის დამზადება თქვენ სახლის პირობებში საკმაოდ მარტივად შეგიძლიათ.
ნიღბის დასამზადებლად დაგჭირდებათ:
1 სუფრის კოვზი მოხარშული ბრინჯი, 1 სუფრის კოვზი დაჭყლეტილი ბანანი, 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი.
მოხარშეთ ბრინჯი კარგად. შემდეგ გადაწურეთ და ნახარში შეინახეთ. 1 სუფრის კოვზ მოხარშულ ბრინჯს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი დაჭყლეტილი ბანანი და 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. ინგრედიენტები დააბლენდერეთ მანამ, სანამ ფაფისებურ მასას არ მიიღებთ.
წაისვით ნიღაბი გაწმენილ სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. ნიღაბი ჩამოიბანეთ შენახული ნახარშით, რომელიც უნდა შეიშროთ კანზე და შემდეგ სახე დაიბანეთ თბილი წყლით. ნიღბის შემდეგ კანზე დაიტანეთ დამატენიანებელი საცხი.
გაიკეთეთ ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ და თქვენ აუცილებლად გექნებათ ჯანსაღი, რბილი და ელასტიური სახის კანი.
აუცილებლად სანახავი:20 მიზეზი, თუ რატომ უნდა ჭამოთ ბანანი და რა სარგებელი აქვს ორგანიზმისთვის.
Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.