ლორწოს ყველაზე ძლიერი საშუალებები: ჩვენ ვმკურნალობთ ცხვირიდან გამონადენს, სინუსიტს და ხველას 1 დღეში

გაციების დროს ყველაზე უსიამოვნო შეგრძნება არის ცხვირში ლორწოს დაგროვება, რადგანაც ასეთ დროს სუნთქვა რთულდება. ამის ფონზე იმუნიტეტი ქვეითდება, ამან კი შეიძლება სხვა გართულებებიც გამოიწვიოს. ჩვენ გთავაზობთ ყველაზე ძლიერ საშინაო საშუალებებს, რომლებიც დაგეხმარებათ სწრაფად მოირჩინოთ სურდო და ხველა.

შეშუპებისა და ხველების საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა:
1/2 ჩაის კოვზი კაიენის წიწაკა, 1/2 ჩაის კოვზი ჯანჯაფილის ფხვნილი, 3 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი, 1/4 ჭიქა ლიმონის წვენი, 1/4 ჭიქა ვაშლის ძმარი.

მომზადება:
მოათავსეთ ლიმონის წვენი და ვაშლის სიდრი შუშის კონტეინერში. შემდეგ დაამატეთ თაფლი, კაიენის წიწაკა და ჯანჯაფილი, კარგად აურიეთ ერთმანეთში. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას. შეანჯღრიეთ გამოყენებამდე. მიიღეთ 1 -დან 2 სუფრის კოვზამდე დღეში.

სიროფი ხველის საწინააღმდეგოდ

შემადგენლობა:
200 მლ ნატურალური თაფლი, 50 მლ ზეითუნის ზეთი, 2 დან 4 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი.

მომზადება:
შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში და შეინახეთ მაცივარში (ინახება 6 კვირამდე). საჭიროების შემთხვევაში დალიეთ ნახევარი ან ერთი სუფრის კოვზი 2-3-ჯერ დღეში ლორწოს და ხველის აღმოსაფხვრელად.

მცენარეული სიროფი ხველისთვის

შემადგენლობა:
600 მლ გაფილტრული წყალი, 1 ს / კ ძირტკბილას ფესვი, 1 ს / კ ალუბლის ფოთოლი, 1 სუფრის კოვზი ალოე ვერას გელი, 1 სუფრის კოვზი თაფლი. 3 ს / კ ლიმონის წვენი, 1 ჩ / კ დაფქული კურკუმა.

მომზადება:
ქვაბში მოათავსეთ წყალი და ძირტკბილას ფესვი. დადგით გაზქურაზე და გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ ალუბლის ფოთლები და კურკუმა, გააცხელეთ კიდევ ერთი წუთი. გამორთეთ ცეცხლი და გააჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში, დროის გასვლის შემდეგ  გაწურეთ. ბოლოს დაამატეთ თაფლი, ალოე და ლიმონი. გააცივეთ და დატოვეთ 6 საათი. გამოიყენეთ ნახევარი ან 1 სუფრის კოვზი ყოველ ნახევარ საათში.

აუცილებლად სანახავი:ლიმონის კანის 10 სასარგებლო თვისება – რა დაავადებებს კურნავს ლიმონის ცედრა.


Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები