ამის შემდეგ ყავის ნალექს აღარ გადაღვრით.. მისი სარგებელი წარმოუდგენლად დიდია

ყოველ ჯერზე, როდესაც ყავას ვსვამთ, ნალექი რჩება ჭიქის ძირში, რომელსაც ყოველთვის ვღვრით ისე, რომ არც კი ვუფიქრდებით რამდენად სასარგებლო იქნება ის ჩვენთვის. როდესაც ყავის დალევას დაასრულებთ, მოათავსეთ ნალექი პერგამენტზე და შედგით ღუმელში გასაშრობად. გამომშრალი ყავის ნალექი კი შეგიძლია გამოიყენო შემდეგნაერად..

ცელულიტის სამკურნალო საშუალება-კოფეინი არის ცელულიტის საწინააღმდეგო მრავალი პროდუქტის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყავის ნალექი მუშაობს ისევე, როგორც კომერციული პროდუქტები. ნაზავი აურიეთ ზეითუნის ან ქოქოსის ზეთს და შეიზილეთ ცელულიტებზე. თქვენ ვერც კი მიხვდებით იმდენად სწრაფად გაქრება თქვენი ცელულიტი!

თვალების ქვეშ ჩანთების მოცილება-შეურიეთ ცოტაოდენი ყავის ნალექი ცოტა ზეითუნის ზეთს, შემდეგ შეიზილეთ ნარევი თვალების ქვეშ, დაღლილობის ან ძილის ნაკლებობის აღმოსაფხვრელად.

საპნის შემცვლელი– ყავის ნალექი შესანიშნავი შემცვლელია საპნის, რომელიც გაწმენდს თქვენს კანს მაღაზიის კოსმეტიკური საშუალებების მსგავსად.

უსიამოვნო სუნის საწინააღმდეგო საშუალება-თუ თქვენი მაცივრიდან ან ნაგვის ურნიდან მოდის ცუდი სუნი, უბრალოდ დაყარეთ მშრალი ყავის ნალექი ქაღალდზე და დატოვეთ იქ რამდენიმე დღის განმავლობაში. შედეგი გაგაოცებთ!

თმის გაჯანსაღება-ყავის ნალექი აძლიერებს თქვენს თმას და აძლევს ახალ სიცოცხლეს. თუ თქვენ გაქვთ სუსტი და ცვენისკენ მიდრეკილი თმა, დაბანის წინ შეიზილეთ ყავის ნალექი თავში.

ჭიანჭველების საწინააღმდეგო საშუალება-თუ ჭიანჭველები გყავთ სახლში, უბრალოდ დაყარეთ ყავის ნალექი იმ ადგილებში, სადაც მათ შეამჩნევთ. ისინი არასოდეს დაბრუნდებიან.

სასუქი მცენარეებისთვის-თუ გსურთ თქვენი ყვავილების ბუნებრივი გზით გაჯანსაღება, მაშინ ყავის ნალექი არის ის, რაც გჭირდებათ! ის შეიცავს საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროა მცენარის სწორი ზრდისთვის.

აუცილებლად სანახავი:ლიმონის კანის 10 სასარგებლო თვისება – რა დაავადებებს კურნავს ლიმონის ცედრა.


Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები