Flekosteli

თუ ეს დაავადებები გაწუხებთ, მაშინ უნდა მოერიდოთ დაფნის ფოთოლის გამოყენებას. ეს უნდა იცოდეთ

დაფნის ფოთოლი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გამოსადეგი სანელებელია კულინარიაში. იგი შეიცავს უამრავ სასარგებლო კომპონენტებს. B ჯგუფის ვიტამინებს (B1, B2, B6, B9), A და C ვიტამინებს. იგი ასევე შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, კალიუმს, ფოსფორს, ნატრიუმს, რკინას, თუთიას, მანგანუმს, სპილენძს, სელენს, მთრიმლავ ნივთიეტებებსა და მჟავებს, ნეილონს, ზეთს, ლაურის, ძმარმჟავას. მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს ყვეასთვის საყვარელ ეთერზეთს.

რისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ დაფნის ფოთოლი?
-დაფნის ეთერზეთი ძალიან კარგი სადეზინფექციო საშუალებაა სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გავრცელების საწინააღმდეგოდ. მას ემატება სხვადასხვა მალამოები რევმატული ტკივილის, სპაზმისა და ნევრალგინების სამკურნალოდ.
-დაფნის ფოთლებს წვავენ და მის კვამლს იყენებენ ჭიანჭველების, ჭიების, ტარაკნებისა და სხვადასხვა მწერების დასაფრთხობად.
-დაფნის ფოთოლს, როგორც სუნელს, ასევე იყენებენ სხვადასხვა კერძებისა და დაკონსერვებული საკვების გემოს გასაძლიერებლად. თუ დაფნის ფოთოლს დაამატებთ საჭმელს, იგი დაგეხმარებათ საჭმლის მონელებაში, ასევე მას შეუძლია გამოიწვიოს კარგი მადა.
-ექსპერტების აზრით, დაფნის ფოთოლი შეიძლება დაიტანოთ აკნესა და თმებზე მის გაჯანსაღებისა და გაძლიერებისთვის.
-ითვლება, რომ დაფნის სანელებელს შეუძლია გაზარდოს პოტენცია მამაკაცებში და ქალებში შეამციროს მენსტრუალური ტკივილები.

დაფნის ფოთოლის სასარგებლო თვისებები
ხალხურ მედიცინაში დაფნის ფოთოლს მრავალი სახის გამოყენება აქვს. მისი კომპრესები და მალამოები გამოიყენება ართრიტისა და ართროზის საწინააღმდეგოდ. ერთ-ერთი კვლევის თანახმად დაფნის ფოთოლი შეიცავს ნივთიერებებს, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანის ტკივილის რეცეპტორებზე. სასარგებლო თვისებების გამო, იგი ახდენს ორგანიზმზე ანთების საწინააღმდეგო და შარდმდენ მოქმედებას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნას და არტერიული წნევის შემცირებას. გარდა ამ დადებითი თვისებებისა იხი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას. დაფნის ფოთოლის ინფუზიით მკურნალობა ხელს უწყობს ბრონქიტის, გაციებისა და გულმკერდის ინფექციებისგან განკურნებას.

დაფნის ფოთოლის უკუჩვენებები
გარდა ამდენი დადებითი თვისებებისა, დაფნის ფოთოლს აქვს ასევე უკუჩვენებები. დაფნის ფოთოლის დიდი რაოდენობით გამოყენებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას. დაფნის ფოთოლის დიდი რაოდენობით გამოყენება განსაკუთრებით არ შეიძლება:- ორსულობისა და ლაქტაციის დროს, მათთვის ვისაც გულისა და სისხლძარღვების დაავადებები აღენიშნება, ყაბზობის დროს, როდესაც კუჭის წყლული გვაწუხებს. თუ აღგვენიშნება ალერგიული რეაქციები, ასევე თუ გვაქვს თირკმელისა და ღვიძლის დაავადებები. დაფნის ზედმეტმა მოხმარებამ შეიძლება მოწამვლაც კი გამოიწვიოს, სწორედ ამიტომ მისი ნებისმიერი სახის მიღებამდე სასურველია კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

როგორ შევინახოთ დაფნის ფოთოლი?
დაფნის ფოთოლის შენახვა შესაძლებელია 12 თვის განმავლობაში. უმჯობესია სანელებელი შეინახოთ მინის ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში, მშრალ და ბნელ ადგილას. შენახვის ვადაზე შეიძლება გავლენა იქონიოს შემდეგმა ფაქტორებმა: ჰაერის მაღალი ტენიანობა, ტემპერატურის ზრდა ან შემცირება, უსიამოვნო სუნი და მზის სხივები.

აუცილებლად სანახავი:არსებობს კარგი მეთოდი სისხლძარღვების გასაწმენდად, მათი ბუნებრივი ელასტიურობის აღსადგენად აბების გარეშე.

Facebook კომენტარები
Varikosette