ასკილის ნაყოფით თირკმელები 2 კვირაში სრულიად გავიწმინდე. დავისვენე

თირკმელების გაწმენდა ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესია. არ შეიძლება მათი გაწმენდა კენჭების არსებობაზე გამოკვლევის ჩატარების გარეშე. მოკლედ, მსხვილი ქვები თირკმელებში თვითონ გვატყობინებენ თავის შესახებ საკმაოდ მტკივნეულად. თუ მსხვილი ან მარჯნისებრი ქვები არსებობს თირკმელებში, მათი თვითგაწმენდა რეკომენდებული არ არის. ასევე არ შეიძლება თირკმელების გაწმენდა თუ შარდსასქესო სისტემაში სიმსივნური პროცესებია აღმოჩენილი, ასევე თირკმელის მწვავე ან ქრონიკული უკმარისობის დროს, გულის უკმარისობის დროს, ჰიპერტონიის, ახლახანს გადატანილი ინსულტის ან ინფარქტის, მწვავე ინფექციური დაავადებების ან ქრონიკული დაავადებების გამწვავებისას, ფეხმძიმობის და ძუძუთი კვებისას ან ოპერაციისშემდგომ პერიოდში. ასევე არ შეიძლება თირკმელების გაწმენდა თუ გრძნობთ გადაღლას, ავადმყოფობისშემდგომ სისუსტეს, სულიერ დისკომფორტს და სტრესს.

და რისთვის არის საჭირო თირკმელების გაწმენდა თუკი არ არსებობს პათოლოგიის ნიშნები? სწორედ იმისთვის რომ ამ პათოლოგიებმა არ იჩინონ თავი, ქვიშის და ქვების დაგროვებისკენ მიდრეკილება ფაქტიურად ყველა ადამიანს აქვს.

ქვების ფორმირების პერიოდი შეიძლება სრულიად შეუმჩნეველი და უმტკივნეულო იყოს, მაგრამ, სანამ ძალიან შორს არ წასულა, არსებობს შანსი, რომ შევაჩეროთ ის ყველაზე მარტივი მეთოდით.

თირკმელებში ქვები, უპირველეს ყოვლისა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო ჩნდება, ხორცის მეტისმეტი მოხმარებისგან, A ვიტამინის ნაკლებობისგან, ცუდი ხარისხის წყლისგან და ასევე თირკმელებში არსებული ინფექციისგან.

თირკმლების გაწმენდა ასკილის ფესვების ნახარშით

ეს მეთოდი იმითაა კარგი, რომ თუ პატარა ქვები გაქვთ, რომლებიც არ გაწუხებენ, ისინი არ შეგაწუხებენ გაწმენდის დროს, იმიტომ, რომ ნელ-ნელა გადაიქცევიან ქვიშად. აიღეთ 2 ს. კ. წვრილად დაჭრილი ასკილის ფესვები და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15 წთ, შემდეგ გააციეთ, გაფილტრეთ და მიიღეთ 4 ჭიქა 3-ჯერ დღეში, თბილი სახით, 1-2 კვირის განმავლობაში (იმისდა მიხედვით თავს როგორ გრძნობთ).

გაწმენდა ასკილის ნაყოფით

აიღეთ 1 ს. კ. გამხმარი ასკილის ნაყოფი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ღამით თერმოსში გააჩერეთ. მიიღეთ 1/2 – 1/4 ჭიქა 3-4 ჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში.

ყურადღება! თირკმელების გაწმენდა მხოლოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ღვიძლის გაწმენდის შემდეგ შეიძლება. თუ არადა, ღვიძლის მუშაობის დარღვევა ახლახანს გაწმენდილი თირკმელების მომენტალური დანაგვიანების მიზეზი გახდება.

სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:საუკეთესო ხალხური რეცეპტები ჭორფლის წინააღმდეგ , გასაოცარი შედეგი აქვს.

Facebook კომენტარები