უმკურნალეთ ჩაზრდილ ფრჩხილს სახლის პირობებში
ჩაზრდილი ფრჩხილი - ისეთი დაავადებაა, რომელიც საკმაოდ ხშირად გვხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ პათოლოგიის დროს ფრჩხილის კიდეები იზრდება ფრჩხილის ბუდის გარეთ ან შიგნით, ეს ხდება მუდმივი ზეწოლის გამო, ვიწრო ფეხსაცმლის ან ფრჩხილის არასწორი მოჭრის გამო, ფრჩხილის ზრდის სიჩქარე დღე-ღამეში 0,1 მმ-ია. ფრჩხილის სრული განახლება დაახლოებით 100 დღეში ხდება.

მკურნალობა
დაავადების პირველ სტადიაზე რეკომენდებულია გაკეთდეს თბილი აბაზანები, შემდეგ
ფრჩხილსა და რბილ ქსოვილს შორის მოათავსეთ მარლა, რომელიც პენიცილინისა და ფურაცილინის ხსნარშია დასველებული.

სახალხო და ოფიციალური მედიცინა მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის შემდეგ
მეთოდებს გთავაზობთ: გაიკეთეთ თბილი აბაზანა, კარგად გაიმშრალეთ ფეხი, სტერილური ბამბის ბურთულა მოათავსეთ ფრჩხილსა და რბილ ქსოვილს შორის, ფრჩხილი ცოტა წამოიწევა და ტკივილიც ნელდება. ინფექციის საპროფილაქტიკოდ ბამბა ანტისეპტიკურ ხსნარში დაასველეთ. ეს პროცედურა მანამდე გაიმეორეთ, სანამ ფრჩხილი თავის კუთხეს არ გასცდება.

არასოდეს მოიჭრათ ფრჩხილი ძალიან მოკლედ, მოჭრამდე ფეხები თბილ წყალში ჩაყავით, შემდეგ კი სწორი და მჭრელი მაკრატლით სწორად მოჭერით და არა ოვალურად, ფრჩხილის კუთხე რომ არ ჩაიზარდოს კანში. ფრჩხილის მოჭრა არ არის სასურველი უფრო ღრმად, ვიდრე თითის წვეროა. თუ ფრჩხილი არასწორად მოიჭერით ან მოგტყდათ, ქლიბით აკურატულად დაიმუშავეთ მისი კიდე, ბასრი კუთხეები რომ არ ჰქონდეს. სასურველი არ არის ვიწრო ფეხსაცმლის ტარება, არც სველი ან ჰაერგაუმტარი წინდის ჩაცმა. ხალხში გავრცელებულია შეხედულება რომ მზარდი ფრჩხილის ცენტრში V ასოს მაგვარი ჭრილი უნდა გააკეთოთ დაავადების თავიდან ასაცილებლად. მაგრამ ეს ზიანის მეტს არაფერს მოგიტანთ.

როგორ ვუმკურნალოთ ჩაზრდილ ფრჩხილს?

-ყოველ საღამოს მტკივან ფრჩხილზე ჩაიცვით სათითური, რომელშიც კარაქია
მოთავსებული, ზემოდან პატარა წინდა ჩაიცვით და არ მოიხსნათ ღამით. ეს პროცედურა
ზედიზედ 2-3 კვირის მანძილზე უნდა აკეთოთ. როცა ტკივილი გაქრება ფრთხილად წამოსწიეთ მზარდი ფრჩხილი და ქვეშ მარლა დაუდეთ.

-აიღეთ ალოეს ფოთოლი, დაარბილეთ და დაუმატეთ 1 ჩ. კ. თბილი ანადუღარი წყალი. შემდეგ ამ ნარევში დასველებული მარლა დაიდეთ ფრჩხილის ქვეშ, ზემოდან პოლიეთილენი გადაიკარით. დილით ფრჩხილი დარბილებული იქნება და ადვილად შეძლებთ მის მოჭრას.

წყარო- სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:თმის მოვლის საუკეთესო საშუალებები ხალხური მედიცინისგან.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია