უმკურნალეთ ართრიტს ხალხური მედიცინის მეთოდებით!

რევმატიულ დაავადებებს შორის რევმატოიდული ართრიტი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პათოლოგიაა. სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ყოველი მესამე ადამიანი ამ დაავადებით იტანჯება. მეტად ქალები ავადდებიან ვიდრე მამაკაცები. რევმატოიდული ართრიტი შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება სახსრები და ვითარდება ეროზიული ართრიტი(სინოვიტი).

რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნურ დაავადებათა რიცხვს მიეკუთნება. ამ დროს საკუთარი ქსოვილების წინააღმდეგ გამომუშავდება ანტისხეულები, კერძოდ სახსრების ხრტილოვან ნაწილში, ვითარდება ანთება, რასაც თან მოსდევს სახსრების დეფორმაცია, ანკილოზი და ფუნქციის მოშლა. ამ პროცესებმა საბოლოოდ პაციენტი შეიძლება ინვალიდობამდე მიიყვანოს.

მოცემული საკვები ართრიტით დაავადებულთათვის განკუთვნილია მჟავიანობის შესამცირებლად.

შიდა გამოყენებისათვის:

ტომატის წვენი შესანიშნავი წამალია ცხიმოვან და ართრიტით დაავადებულ პაციენტებში მეტაბოლიზმის ნორმალიზებისთვის. ის ხელს უწყობს არა მხოლოდ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას, არამედ შარდთან ერთად მისგან ნარჩენი ნივთიერებების მოცილებას.

ვაშლის ძმრის “ჩაი”: დაუმატეთ ვაშლის ძმარი და თაფლი თქვენს ჩაის სახსრების ტკივილის, კუნთების ტკივილისა და პოლიართრიტის საწინააღმდეგოდ.

შავი მოცხარის ფოთლების ინფუზია: 1 სუფრის კოვზ დაჭრილ შავი მოცხარის ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და დალიეთ 1 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.

არყის კვირტები და ფოთლები: აიღეთ კვირტები და დაჭრილი არყის ფოთლები 1: 2 თანაფარდობით, დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი და გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. დალიეთ ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ.

გვირილა რომელიც აფთიაქში იყიდება, 10 გრ ჩაყარეთ 1 ჭიქა მდუღარე წყალში და გააჩერეთ ნახევარი საათი. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მცენარეული ინფუზია ართრიტის დროს გარედან, ბამბა დაასველეთ და დაიზილეთ.

აუცილებლად სანახავი:ბროწეული ვირუსების წინააღმდეგ , გასაოცარი შედეგი აქვს.


Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები