გააკეთეთ სახლის პილინგი, რომელიც შეგიმსუბუქებთ ქუსლების ტკივილს
ქუსლები სხეულის ის ნაწილია, რომელიც ძალიან მიდრეკილია გახეთქვისა და სიმშრალისკენ. ის ყველაზე მეტ ზეწოლას განიცდის ყოველდღიურად, მისი საშუალებით გადავაადგილდებით და ხშირად არც კი ვუფიქრდებით, რომ ქუსლებსაც სჭირდებათ შესაბამისი მოვლა. რა თქმა უნდა როგორც სხეულის სხვა ნაწილებს, ასევე მათზე ზრუნვაც აუცილებელია, რათა ქუსლები არ/აღარ გვტკიოდეს და არ იყოს დაბზარული და სხვამხრივ მტკივნეული.
რბილი და ნაზი ქუსლები არ უნდა იყოს მხოლოდ ოცნება. თუ მათზე რეგულარულად იზრუნებთ, ისინი დაგაჯილდოვებენ არა მხოლოდ იმით, რომ მუდმივად იყვნენ ჯანმრთელები და სასიამოვნო შესახედი, არამედ შეძლებთ უფრო გრძელ მოგზაურობებში წასვლას და ცხოვრებით ტკბობას. თქვენ შეგიძლიათ იზრუნოთ თქვენს ფეხებზე რამდენიმე გზით. შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური კრემები, პილინგი და სხვა კოსმეტიკა, ან შეგიძლიათ სცადოთ სახლის მეთოდები.
მშრალი ქუსლები ჩნდება იმის გამო, რომ ეპითელური უჯრედები სწრაფად გამოიყოფა და იქმნება იმ ადგილებში, სადაც ძლიერი წნევაა. ამის გამო შესაძლებელია გქონდეთ ძალიან მტკივნეული წერტილები ქუსლებზე.
გააკეთეთ სახლის პილინგი, რომელიც შეგიმსუბუქებთ ქუსლების ტკივილს
ძვირადღირებულ კრემებზე თანხის დახარჯვა არ დაგჭირდებათ, თუ გამოიყენებთ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ საშუალებას. სახლის პილინგის გასაკეთებლად საკმარისია რამდენიმე საშინაო საშუალება, რომლებიც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ხელთ გქონდეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველი პროცედურის შემდეგ ჩაიცვათ ბამბის წინდები და მთელი ღამე გაიჩეროთ. უსიამოვნო ნაპრალებს ერთ ღამეში მოიშორებთ და დილით ფეხები რბილი და გლუვი გახდება და დღის განმავლობაში შეძლებთ აკეთოთ თქვენთვის საინტერესო საქმიანობა ისე, რომ ქუსლების ტკივილმა თავი აღარ შეგახსენოთ. მას განსაკუთრებით დააფასებენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ მომთხოვნი სამუშაო დღე.
მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ ორი ჩაის კოვზი თაფლი, ორი სუფრის კოვზი შაქარი, ორი ჩაის კოვზი მარილი, 1,5 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი, 10 წვეთი ლავანდის ზეთი. ჯერ თასში ჩავყაროთ შაქარი და მარილი, მოვურიოთ და დავამატოთ თაფლი, ქოქოსის ზეთი და ლავანდის ზეთი. შეურიეთ კარგად, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. მიღებული მასა წაისვით დაბზარულ ქუსლებზე. შეიზილეთ წრიული მოძრაობით. ამის შემდეგ გაიჩერეთ ნარევი ათი წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ ფეხები ნელთბილი წყლით. წაისვით თქვენთვის სასურველი დამატენიანებელი კრემი (ასევე შეგიძლიათ წაისვათ ქოქოსის ზეთი, რომელიც განსაკუთრებულია) და ჩაიცვით ბამბის თბილი წინდები. დილით თქვენი ფეხები ისე გამოიყურება, თითქოს არასდროს ყოფილა მშრალი.