6 სასწაულებრივი საშუალება ასაკობრივ ლაქებთან საბრძოლველად. წარმოუდგენელი ეფექტი!

მელანოციტები არის უჯრედები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის კანის ძირითად პიგმენტაციაზე. ისინი გამოიმუშავებენ კანში ყველაზე მნიშვნელოვან და მუქ პიგმენტს - მელანინს. მაგრამ ხდება ისე, რომ რატომღაც, გარკვეულ ადგილებში, მელანოციტები ჭარბად გამოიმუშავებენ მელანინს და ეს იწვევს სხვადასხვა ასაკობრივი ლაქების წარმოქმნას.

გაგაცნობთ რამოდენიმე ხალხურ საშუალებას მუქი ლაქების მოსაშორებლად.

ლიმონის წვენი

აურიეთ ლიმონის წვენი წყალს 1:10 თანაფარდობით და მიღებული ხსნარით დღეში 2-ჯერ დაიმუშავეთ პიგმენტური ლაქები.

მაწონი, იოგურტი

წაისვით ფერმენტირებული რძის პროდუქტებიდან რომელიმე პიგმენტურ ლაქებზე და გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ მოიცილეთ ბამბის ტამპონით, რომელიც წინასწარ გექნებათ ცაცხვის ყვავილების ან ლიმონის წვენში დასველებული.

ბანანის წყალი

ერთი დიდი ბანანის ქერქი წვრილად დაჭერით, დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი, დატოვეთ გაციებამდე, გადაწურეთ და ჩაასხით ყინულის ფორმებში, შედგით საყინულეში. გამოიყენეთ ეს კუბურები სახეზე და სხეულის სხვა ნაწილებზე გაღვიძების შემდეგ.

ტკბილი წიწაკა

წვრილ სახეხზე გახეხეთ ტკბილი წიწაკა და მიღებული მასა წაისვით სახეზე. 30 წუთის შემდეგ ამოიღეთ და წაისვით მკვებავი კრემი სახეზე. ეს ნიღაბი არა მხოლოდ ასაკობრივი ლაქების მოცილებაში გვეხმარება, არამედ კანს აჯერებს C ვიტამინით.

საფუარის ნიღაბი

შეურიეთ 15–20 გრ საფუარი 1,5 ჩაის კოვზ ახალ ლიმონის წვენს. წაისვით 20 წუთის განმავლობაში, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღბის შემდეგ სახეზე წაისვით მკვებავი კრემი.

გახსოვდეთ, რომ რომელიმე ამ პროდუქტის წასმის შემდეგ მზეზე დიდხანს არ უნდა იყოთ, ამიტომ უმჯობესია, ასეთი ნიღბები საღამოს, ძილის წინ გაიკეთოთ. ასაკობრივი ლაქების ხელახლა გაჩენის თავიდან ასაცილებლად, ზედმეტად ნუ გამოიყენებთ მზის აბაზანებს!

აუცილებლად სანახავი:20 როგორ ავარჩიოთ და შევინახოთ კოჭა? რა დროსაა რეკომენდებული მიღება?


Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია