როგორ გავიყუჩოთ კბილის ტკივილი სწრაფად? რეცეპტები ხალხური მედიცინის წიგნაკიდან

კბილის ტკივილი მოულოდნელი და ძალიან უსიამოვნო შეგრძნებაა. კარგია, თუ ეს პრობლემა თქვენ არ გეხებათ. მაგრამ ხდება ისე, რომ კბილები ყველაზე სუსტი წერტილია ადამიანში, არის მგრძნობიარე ღრძილები, სიბრძნის კბილების ამოჭრა და სხვა მრავალი პრობლემა.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

თუ კბილის ტკივილი გაწუხებთ და ვერ ახერხებთ სტომატოლოგთან ვიზიტს გარკვეული მიზეზების გამო, მაშინ გაეცანით 7 სწრაფმოქმედ საშუალებას ტკივილის შესამსუბუქებლად. ეს შეიძლება გამოადგეს ნებისმიერ ჩვენგანს. ამიტომ ღირს მისი დამახსოვრება.

როგორ გავიყუჩოთ კბილის ტკივილი სწრაფად?

1.ნიორი, ხახვი და მარილი დაგეხმარებათ კბილის ტკივილის შემსუბუქებაში. აიღეთ კომპონენტები თანაბარი რაოდენობით, გახეხეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა და წაისვით მტკივნეულ კბილზე. შეგიძლიათ ზემოდან ბამბის ტამპონი დაადოთ.

2.დაასველეთ ბამბის ტამპონი ნაძვის ზეთში და წაისვით მტკივნეულ კბილზე ან ანთებულ ღრძილზე 10-15 წუთის განმავლობაში. 1,5-2 საათის შემდეგ შეგიძლიათ გაიმეოროთ ეს პროცედურა.

3.კბილის ტკივილის დროს დაიმასაჟეთ ხელი იმ ადგილას, სადაც ერთმანეთს ხვდება ცერა თითის და საჩვენებელი თითის ძვლები. საჭიროა იმ მხარის მოპირდაპირე ხელის მასაჟი, სადაც კბილი გტკივა. გააკეთეთ მასაჟი ინტენსიურად, წრიული მოძრაობით, 5-10 წუთის განმავლობაში.

4.კონკრეტული წერტილის მასაჟი დაგეხმარებათ კბილის ტკივილის მოხსნაში. იპოვეთ წერტილი, რომელიც მდებარეობს ზედა ტუჩის ზემოთ ღრუში. საჩვენებელი თითით მასზე ძლიერად დაჭერა დაგეხმარებათ ტკივილის შემსუბუქებაში.

5.ტკივილის შესამსუბუქებლად ლოყაზე პირსახოცში გახვეული ყინულის პაკეტი დაიდეთ.

6. ერთმანეთში აურიეთ 5-6 წვეთი იოდი და 1 ჩაის კოვზი მარილი. გახსენით 1 ჭიქა წყალში და გამოიბანეთ მტკივნეული კბილი.

7.ვალერიანის ან ქაფურის სპირტის ნაყენი კარგი დამხმარეა ტკივილის წინააღმდეგ. კბილზე დაიდეთ ამა თუ იმ ნაყენში დასველებული ბამბა. ეს შეამსუბუქებს ტკივილს.

რა თქმა უნდა, თქვენ უნდა აკონტროლოთ კბილების ჯანმრთელობა და რეგულარულად ეწვიოთ სტომატოლოგს. მაგრამ თუ კბილის ტკივილი უეცრად დაგეწყებათ ან არ გაქვთ ვიზიტის დრო ან საშუალება- ახლა თქვენ იცით, რაც უნდა გააკეთოთ.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Facebook კომენტარები