კურკუმას ზეთი აძლიერებს გულსისხლძარღვთა სისტემას. მაი როგორ უნდა მოამზადოთ.

კურკუმას დაფქვილი ფესვი და სელის არარაფინირებული ზეთი იდეალური კომბინაციაა საუკეთესო ზეთის მისაღებად. რატომ? იმიტომ რომ, სელის ზეთი არის საუკეთესო გამხსნელი საშუალება კურკუმინის გამოსაღებად კურკუმას ფესვისგან. თანაც თავად სელის ზეთი წარმოადგენს ბუნებაში ერთერთ საუკეთესო სამკურნალო საშუალებას.

ზეთი ძალიან მდიდარია ვიტამინებით, მიკრო და მაკრო ელემენტებით, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს კურკუმინის და ომეგა 3 შეცველობის შესახებ. ეს ორი ინგრედიენტი ფაქტობრივად ამ ზეთს ხდის უნიკალურს, რადგან მისი დადებითი ზემოქმედება ორგანიზმზე შეუდარებელ შედეგებს იძლევა.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ზეთის სასარგებლო თვისებები

როგორც აღვნიშნეთ ზეთი ძალიან მდიდარია ომეგა 3 ცხიმმჟავებით. კურკუმინით და მრავალი სხვა ნივთიერებით. რაც თავისთავად იძლევა ფართო სპექტრის მოქმედებას ორგანიზმზე.

ის პირველ რიგში აძლიერებს იმუნური სისტემის მუშაობას, რაც მთლიანობაში დადებითად აისახება მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე. ასევე ომეგა 3 და კურკუმინი კომბინაციაში ძალიან კარგად მოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემაზე, საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე, ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებაზე, წონის კორექციაზე.

ამავე დროს კურკუმა არის ანთების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალება, ხოლო სელის ზეთთან ერთად ის გადაიქცევა ბუნებრივ ანიბიოტიკად რაც ხელს უშლის ორგანიზმში ანთებითი პროცესების განვითარებას.

აძლიერებს იმუნურ სისტემას. ორგანიზმს ეხმარება სიმსივნურ უჯრედებთან ბრძოლაში.
აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება. საუკეთესოდ მოქმედებს გულ-ისხლძარღვთა სისტემაზე. არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. ეხმარება ორგანიზმს ჭარბი წონის მოშორებაში. ასევე დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებებზე. კარგი დამხმარე საშუალებაა სახსრების მკურნალობის დროს. დაავადებების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, ამიტომ სრული სურათის მისაღებად გაეცანით სელის ზეთის და კურკუმინის ანოტაციებს.

მომზადება:

აიღეთ 30 გრ კურკუმა და დაასხით სელის არარაფინირებული ზეთი. კარგად გახსენით კურკუმა ზეთში. დადეთ მაცივარში, ან გარეთ ბნელ ადგილას.

კურკუმის ზეთის მიღების წესი
მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამის დროს. გამოყენებამდე ბოთლი აუცილებლად შეანჯღრიეთ. კურკუმას ზეთი არცერთ შემთხვევაში არ გააცხელოთ. არ გამოიყენება თერმული დამუშავებისთვის. მიიღეთ მხოლოდ ცივად არაუმეტეს ოთახის ტემპერატურისა.

გაფრთხილება

გადაჭარბებული დოზის მიღების შემთხვევაში აღინიშნება უკუჩვენება.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Facebook კომენტარები