შეურიეთ ერთმანეთს თაფლი, ნიორი და ვაშლის ძმარი არტერიული წნევისა და ართრიტის სამკურნალოდ!

ვაშლის ძმრის, თაფლისა და ნივრის კომბინაცია საკმაოდ ეფექტურია სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. ეს საშუალება გამოიყენება გაციების, ართრიტის, არტერიული წნევის და სხვადასხვა ინფექციების დროს. გარდა ამისა, ეს კომბინაცია შესანიშნავია ქოლესტერინის დონის შემცირებასა და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაღალი წნევის მქონე პაციენტებში ამ საშუალების წყალობით აღინიშნება სისხლში ქოლესტერინის დაქვეითება, აგრეთვე წნევის დონის შემცირება.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ალბათ ყველამ კარგად ვიცით რაოდენ სასარგებლოა სამივე ინგრედიენტი ცალ-ცალკე ადამიანის ორგანიზმის გაძლიერებასა და გაჯანსაღებისთვის. ეხლა წარმოიდგინეთ რა სასწაულების მოხდენა შეუძლია მათ კომბინაციას. რაც მთავარია მათი მიღება არანაერად არ იწვევს გვერდით მოვლენებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ საშუალების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ პრევენციის მიზნით.

თუ გსურთ ამ ბუნებრივი საშუალების გამოყენება ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მაშინ უნდა მიჰყვეთ ჩვენს მიერ მითითებულ ინსტრუქციას.

მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები:

10 კბილი ნიორი, 1 ჭიქა ვაშლის ძმარი და 1 ჭიქა ორგანული, არაპასტერიზებული თაფლი.

როგორ მოვამზადოთ?

გაასუფთავეთ 10 კბილი ნიორი და დაჭერით წვრილად. დაუმატეთ მას ვაშლის ძმარი და თაფლი. კარგად აურიეთ. შემდეგ მიღებული ნარევი მოათავსეთ ქილაში, დააფარეთ სახურავი და შეინახეთ მაცივარში. ამ ნარევის მიღება უმჯობესია მომზადებიდან ხუთი დღის განმავლობაში. ხუთი დღის შემდეგ ის კარგავს სამკურნალო თვისებების უმეტესობას.

როგორ მივიღოთ სწორად?

მიღებული მასა უნდა მიიღოთ დილით უზმოზე 2 სუფრის კოვზი. თუ არ მოგეწონათ მომზადებული ნარევის გემო, შეგიძლიათ შეურიოთ მას წყალი ან თქვენთვის საყვარელი წვენი. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ ცარიელ კუჭზე უნდა მივიღოთ! ამ საშუალების გამოყენებიდან ორ კვირაში თქვენ მიიღებთ შედეგს.

დღეს ეს საშუალება სულ უფრო პოპულარული ხდება და სწრაფად იზრდება ადამიანთა რიცხვი, რომლებიც მას იყენებენ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.

აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი

Facebook კომენტარები