დალიეთ კოჭას ჩაი იმუნიტეტის გასაძლიერებლად და საჭმლის მომნელებელი სისტემის გასაუმჯობესებლად!

კოჭას სასარგებლო თვისებების შესახებ ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ. მისი დადებითი მოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე კარგად აისახება. მას გააჩნია საოცარი უნარი: იგი აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს საჭმლის მონელების სისტემას და ასევე მას შეუძლია შეამციროს ანთება.

კოჭა შეიცავს ეთერზეთებს, რომელიც მის მკაფიო გემოსა და არომატს განაპირობებებს. ეს არის : ცინგერონი, შოგაოლი და ჯინჯეროლი. ეს ეთერზეთები ანტი-ბაქტერიული, ანტი-ვირუსული, ანტი-სოკოვანი და ანტი-პარაზიტულია. კოჭას ძირები იმუნიტეტს აძლიერებს, ასთმას კურნავს, ხსნის ტკივილს და ამის გარდა მრავალი სხვა დადებითი ფუნქცია აქვს.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

კოჭას ჩაის უპირატესობა:

• კოჭას ჩაის რეგულარულად მოხმარება აუმჯობესებს იმუნურ სისტემას. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, რომელიც ებრძვის ვირუსებს.

• მხოლოდ და მხოლოდ ერთი ჭიქა კოჭას ჩაი დღეში შეამცირებს ინსულტის შანსს.

• კოჭა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. სისხლის ნაკადის ზრდა კი თავის მხრივ აუმჯობესებს ვიტამინების, მინერალებისა და ჟანგბადის მიწოდებას ორგანიზმისთვის.

• კოჭა ძალიან ეფექტურია თავის ტკივილის, გაციების, გრიპისა და კუნთების ტკივილის დროსაც კი. კოჭას უნიკალური შემადგენელი ნივთიერებებიდან გამომდინარე, მას შეუძლია ტკივილის შეჩერება.

როგორ მოვიმზადოთ კოჭას ჩაი ?

მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები:

1 ჭიქა წყალი, ¼ ჩაის კოვზი კოჭა, ¼ ჩაის კოვზი კურკუმა, ქოქოსის რძე ( გემოსთვის), დაუმუშავებელი თაფლი ( გემოსთვის).

მომზადების პროცესი ძალიან მარტივია ამისათვის უნდა აადუღოთ წყალი, შემდეგ დაუმატოთ კოჭა და კურკუმა, დაუწიოთ ცეცხლს და 10 წუთის განმავლობაში ადუღოთ. შემდეგ გადმოიტანეთ თქვენთვის სასურველ ფინჯანში და თუ თქვენს გემოვნურ თვისებებში ჯდება ქოქოსის რძე ან თაფლი, შეგიძლიათ დაუმატოთ. ჩაი მზადაა და შეგიძლიათ მიირთვათ, რათა მიიღოთ მისგან რაც შეიძლება მეტი სარგებელი.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას!

აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი

Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები