ეს იაფი, მაგრამ უაღრესად ეფექტური საშუალება ყველა ოჯახში უნდა იყოს. წყალბადის ზეჟანგის გამოყენების ეფექტური გზები!

წყალბადის ზეჟანგი ითვლება აბსოლუტურად უსაფრთხო და ბუნებრივ ანტისეპტიკად. წყალბადის ზეჟანგის ხსნარის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ ჭრილობების დეზინფექცია, არამედ მისი გამოყენება არატრადიციული მიზნებისთვის. გამოყენებას ექვემდებარება მხოლოდ 3% წყალბადის ზეჟანგი, რომელიც იყიდება ნებისმიერ აფთიაქში.

1. ათეთრებს ტანსაცმელს

გარეცხეთ თეთრი თეთრეული ან პირსახოცები წყალში სადაც უნდა ჩაასხათ 1 ჭიქა წყალბადის ზეჟანგი. ეს ხელს შეუწყობს გაყვითლებული ნივთების დროთა განმავლობაში გათეთრებას. პეროქსიდი ასევე აშორებს ჯიუტ ლაქებს. ცოტა პეროქსიდი დაასხით ლაქაზე. გააჩერეთ ერთი წუთით. შემდეგ ცოტა დაგეგეთ და გარეცხეთ ცივი წყლით.
იაფი ავიაბილეთები avia.ge
2. მკურნალობს სოკოს ფეხებზე

შეურიეთ წყალბადის ზეჟანგი და წყალი (1: 1 თანაფარდობით). წაისვით ნარევი დაზიანებულ ადგილებში ყოველ საღამოს. რამდენიმე ასეთი პროცედურა და სოკო მთლიანად გაქრება.

3. ხსნის კისრის ტკივილს

შესანიშნავი საშუალება მათთვის, ვინც დიდი ხნის განმავლობაში ზის ერთიდაიგივე პოზაში. თუ კისერი ხშირად გიბუჟდებათ ან კუნთებში უსიამოვნო შეგრძნება გაქვთ, აიღეთ ცხვირსახოცი და დაასველეთ წყალბადის ზეჟანგში. წაისვით კისერზე. ზემოდან პირსახოცი დაიდეთ. გაიჩერეთ ეს კომპრესი 10-20 წუთის განმავლობაში. ის კარგად გაათბობს კუნთებს, მოგიხსნით ტკივილს და დაძაბულობას.

4. გიცავთ გაციებისგან

შეურიეთ 1 ს. კ. წყალბადის ზეჟანგი და 1 ს. კ. მინერალური წყალი. მიღებული სითხე  გამოიყენეთ ცხვირის სპრეის სახით.

5. კარგი საშუალებაა პირის ღრუს გამორეცხვისთვის

პირის ღრუს ჭრილობებისა და წყლულების მოსაშორებლად პირში ჩაიგუბეთ 10 მლ პეროქსიდი და გააჩერეთ 5 წუთი, მაგრამ არ გადაყლაპოთ. ის ასევე ხელს უწყობს კბილების გათეთრებას და ამცირებს კბილების გაფუჭების ალბათობას. გამოიყენეთ პეროქსიდი მაღაზიაში ნაყიდი პირის ღრუს საშუალების ნაცვლად. ის შეიძლება დაემატოს ხელნაკეთი კბილის პასტას.

6. კონტაქტური ლინზების დეზინფექცია

ზოგჯერ შეგიძლიათ შეცვალოთ სააფთიაქო ხსნარი კონტაქტური ლინზების დეზინფექციისთვის წყალბადის ზეჟანგით. ის ანგრევს ცილებს, რომლებიც გროვდება ლინზაზე.

7. ხელს უწყობს სახლის დასუფთავებას

პეროქსიდი აშორებს მიკრობებს. წაისვით ხსნარის მცირე რაოდენობა საწმენდ ქსოვილზე ან დაამატეთ მაღაზიის საწმენდს. წყალბადის ზეჟანგი კარგად ასუფთავებს სარკეებს და მინას. მისი გამოყენება შესაძლებელია აბაზანის დეზინფექციისთვის. ის შესანიშნავად აშორებს ლაქებს.

8. მკურნალობს ყელის ტკივილს

ტკივილის შესამსუბუქებლად შეურიეთ 1/2 ს. კ. თბილი წყალი და 1/4 ს. კ. წყალბადის ზეჟანგი. მიღებული ხსნარი გამოივლეთ ყელში. ის ასევე გაციების შესანიშნავი პროფილაქტიკაა, რადგან პეროქსიდი კლავს დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს.

9. ყურების გაწმენდა

რამდენიმე წვეთი წყალბადის ზეჟანგი შეურიეთ თბილ წყალს. ჩადეთ ყურის საწმენდი ჯოხი ხსნარში და გამოიყენეთ იგი. ამ გზით თქვენ შეგიძლიათ მარტივად მოაცილოთ ყურებში დაგროვილი ცვილი.

გაითვალისწინეთ ეს რჩევები და მოემზადეთ ნებისმიერი უსიამოვნო სიტუაციისთვის.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით 1 კიტრი ყოველდღე და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს საჭირო და სასარგებლო ინფორმაციაა.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია