როგორ ვუმკურნალოთ ჩაზრდილ ფრჩხილს? ეს ბევრს გამოადგება!

ჩაზრდილი ფრჩხილი, საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ვლინდება ნებისმიერი ასაკის ადამიანში.

თავდაპირველად ადამიანს სიარულის დროს უჩნდება დისკომფორტი და მტკივნეული შეგრძნებები. როგორც წესი, ადამიანების უმეტესობა უგულებელყოფს ამ სიმპტომებს. თუ დროულად არ დაიწყებთ მკურნალობას, ეს ადგილი დაიწყებს დაჩირქებას.

და რა შეიძლება იყოს ჩაზრდილი ფრჩხილის მიზეზები?

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ძალიან ხშირად ამის მიზეზი ხდება ფრჩხილის ფირფიტის ძალიან ღრმა მოჭრილი კუთხეები, გარდა ამისა, ჩაზრდილი ფრჩხილის გამომწვევი მიზეზებია სოკო, ბრტყელი ფეხები, გაგიკვირდებათ და ჭარბი ოფლიანობა, არასასიამოვნო, დაბალი ხარისხის ფეხსაცმელი, ტრავმა, სისხლჩაქცევა, ჰორმონალური ცვლილებები ორგანიზმში, მემკვიდრეობითობა.

საბედნიეროდ ხალხურ მედიცინაში არსებობს საშუალებები, რომლის დახმარებითაც შეძლებთ სახლის პირობებში უმტკივნეულოდ მოიშოროთ ჩაზრდილი ფრჩხილი და მოიშუშოთ მისგან გამოწვეული ჭრილობა.

ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა

დღეს ჩვენ გაგაცნობთ რამდენიმე სამკურნალო პროცედურას. ყურადღებით გაეცანით მათ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ.

ხახვი

ჩაზრდილი ფრჩხილის მოგვარების კიდევ ერთი საინტერესო გზა არის ხახვი. გაფცქვენით ხახვი და გამოაცხვეთ მთლიანად ღუმელში. როცა ხახვი ოდნავ გაცივდება, ამოიღეთ გული, ნახვრეტში მოათავსეთ მტკივნეული თითი და შეფუთეთ. გაიჩერეთ თითი ასეთ მდგომარეობაში მთელი ღამით. დილით დაინახავთ, როგორ ამოიღო ხახვმა მთელი ჩირქი.

ალოე

ალოეს შეუძლია გაათავისუფლოს ანთება. მოაჭერით ალოეს ისეთი ფოთოლი, რომელიც უფრო ხორციანია. გარეცხეთ კარგად და მოაცილეთ კანი. ღამით დაიდეთ დაზიანებულ ფრჩხილზე და შეიხვიეთ ბინტით. გაიჩერეთ ასე მთელი ღამის განმავლობაში. დილით, შეგიძლიათ მოიცილოთ და დაიდოთ ახალი ალოე.

მარილის აბაზანები

მარილის აბაზანები მოგიხსნით ტკივილს და შეაჩერებს ანთებით პროცესს. ჩაყარეთ ერთი მუჭა მარილი თბილ წყალში. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ გვირილის დეკორქცია, ფურაცილინი ან კალიუმის პერმანგანატი. აბაზანის შემდეგ ფრჩხილის ბასრი კიდის ქვეშ მოათავსეთ ბამბის დისკი.

სცადეთ ეს რჩევები. და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უმჯობესია პრობლემის თავიდან აცილება, ვიდრე მოგვიანებით მკურნალობა. სწორად მოიჭერით ფრჩხილები, მოერიდეთ არასასიამოვნო ფეხსაცმელს, დაიცავით თითები სისხლჩაქცევებისგან და იზრუნეთ ჯანმრთელობაზე!

არ დაგავიწყდეთ ამ სასარგებლო მასალის გაზიარება მეგობრებისთვის!

აუცილებლად სანახავი:ტიბეტური ელექსირი საუკეთესო გამაახალგაზრდავებელი საშუალება

Facebook კომენტარები