გამოიყენეთ კაკლის უღელი იოდის დეფიციტის შესავსებად. ეს ნამდვილი პანაცეაა!

დღეს ჩვენ გვინდა გაგაცნოთ რეცეპტი, რომლის დახმარებითაც შეძლებთ ორგანიზმში შეივსოთ იოდის მარაგი. ამ რეცეპტის მთავარი ინგრედიენტი არც მეტი, არც ნაკლები კაკლის უღელია.

იოდის ნაკლებობის გამო, ფარისებრი ჯირკვლის გაუმართაობის გამო, მრავალი დაავადება ვითარდება.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ამ დაავადების დადგენა ძალიან მარტივია: ძილის წინ იოდში დასველებული ბამბის ტამპონით რამდენიმე ზოლი წაისვით ხელის მტევანზე. თუ მეორე დილით ლაქები გაქრა, ეს ამ პრობლემის ნიშანია. სწორედ ამ დროს უნდა გამოიყენოთ ქვემოთ მოცემული რეცეპტი.

კაკლის უღელის დეკორქცია

საჭირო ინგრედიენტებია-

1/2 ს. კ. კაკლის უღელი, 2 ს. კ. ცივი წყალი, სურვილისამებრ ჯემი ან თაფლი. ( შეგიძლიათ გაზარდოთ დოზა ამ პროპორციით).

მომზადება:

კაკლის უღელი დაფქვით საფქვავში და ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით წყალი (იმდენი, რომ სულ დაიფაროს წყლით) შემდეგ დადგით გაზქურაზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ კი გადმოდგით ბულიონი ცეცხლიდან და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე.

მიღება:

დალიეთ თითო ყლუპი დღეში სამჯერ 2-4 კვირის განმავლობაში. ბულიონს სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა თაფლი ან ჯემი. მაგრამ საუკეთესო შედეგის მისაღებათ უმჯობესია თუ მას მიიღებთ სუფთა სახით.

გარდა ამისა, უმეტეს დაავადებათა, განსაკუთრებით ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალოდ, ასევე გამოიყენება ალკოჰოლური ნაყენი ნიგვზის უღელიდან. რეცეპტი მარტივია: ნახევარლიტრიანი ქილა შეავსეთ ერთი მესამედი ნაწილი კაკლის უღელით, ხოლო დარჩენილი ნაწილი შეავსეთ არაყით და გააჩერეთ 2-3 კვირა. დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1 ს. კ. ჭამის წინ.

კონიუნქტივიტის დროს წვრილად გახეხეთ კაკლის უღელი და შემდეგ ნახევარი ჭიქა მიღებული ფხვნილი ჩაყარეთ 1,5 ჭიქა ცივ წყალში. დადგით გაზქურაზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. დატოვეთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ მარლის რამდენიმე ფენის გამოყენებით.

თქვენ გექნებათ დაახლოებით ნახევარი ჭიქა მუქი ყავისფერი სითხე, რომელშიც უნდა დაასველოთ ბამბის ტამპონები და წაისვათ ქუთუთოებზე. გაიმეორეთ პროცედურა ერთი კვირის განმავლობაში.

თუ არ ენდობით პოპულარულ რჩევებს, მაშინ მიმართეთ ექიმს, ღირს თუ არა იოდის დეფიციტთან და სხვა პრობლემებთან ბრძოლა ზემოაღნიშნული მეთოდების გამოყენებით. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – ამ უჩვეულო მკურნალის სამკურნალო თვისებები დიდი ხანია ცნობილია. იზრუნე საკუთარ თავზე და არ დაზარალდები!

აუცილებლად სანახავი:ტიბეტური ელექსირი საუკეთესო გამაახალგაზრდავებელი საშუალება

Facebook კომენტარები