გამოიყენეთ მაგნიუმის ზეთი ფეხის ტკივილის შესამცირებლად! მოამზადეთ ის საკუთარი ხელებით

თუ დღითიდღე გიუარესდებათ ფრჩხილებისა და თმის სტრუქტურა, თუ უფრო მეტად ღიზიანდებით და განიცდით ძალის დაკარგვას, თუ გაწუხებთ ტკივილი კუნთებსა და სახსრებში, შეიძლება თქვენი ორგანიზმი განიცდიდეს მაგნიუმის დეფიციტს.

იმისათვის, რომ მაგნიუმის დეფიციტი შეივსოთ ორგანიზმში, სასურველია მიიღოთ ისეთი საკვები, რომლებიც შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიუმს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული (ისპანახი, მწვანილი), ბოსტნეული: ბროკოლი, კომბოსტო, მწვანე ლობიო, არტიშოკი, ბრიუსელის ყლორტები. ხილი: ლეღვი, ავოკადო, ბანანი, ჟოლო. ასევე: თხილი, ლობიო, ბარდა, ორაგული, სკუმბრია, თინუსი და სხვა.

ეს საკვები პროდუქტები უხვად შეიცავს მაგნიუმს და თავისუფლად არის შესაძლებელი მისი დეფიციტის პრევენცია ბალანსირებული კვებით. მაგნიუმის დღიური ნორმა არის 300-500მგ დღეში.

გასათვალისწინებელია, რომ ჭარბი რაოდენობით ყავის, კოფეინის, შოკოლადის და ალკოჰოლის მიღება გამოდევნის მაგნიუმს ორგანიზმიდან და ამცირებს მის დონეს.

გსმენიათ მაგნიუმის გარეგანი გამოყენების შესახებ?

გარდა ამისა თქვენ შეგიძლიათ მაგნიუმის დოზა შეივსოთ გარეგანი გამოყენების მეშვეობითაც. ძალიან პოპულარულია მაგნიუმის ზეთი, რომელიც იყიდება აფთიაქებში. თუმცა ასეთ წამალს სახლში ამზადებენ. გარდა იმისა რომ ეს ზეთი ავსებს ორგანიზმს მაგნიუმით, ასევე ამცირებს ტკივილს ფეხის არეში.

მაგნიუმის ზეთის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

ნახევარი ჭიქა გაფილტრული წყალი და ნახევარი ჭიქა მაგნიუმის ქლორიდი.

აი როგორ უნდა მოვამზადოთ:

წყალი ჩაასხით უჟანგავი ფოლადის ან მომინანქრებულ ტაფაში და დადგით ცეცხლზე, როდესაც წყალი ადუღდება დაამატეთ მაგნიუმის ფანტელები ან კრისტალები. შემდეგ გადმოდგით გაზქურიდან და კარგად აურიეთ ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთს. შემდეგ კი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე, სანამ მთლიანად არ გაცივდება ნარევი. ეს ნარევი მოათავსეთ სპრეის ბოთლში და გამოიყენეთ იგი თქვენი ჯანმრთელობისთვის!

დასაწყისისთვის, რეკომენდებულია ძილის წინ ქუსლები მაგნიუმის ზეთით მსუბუქად შეიზილოთ, შემდეგ კი თბილი წინდები ჩაიცვათ. თქვენ შეიძლება იგრძნოთ სითბო, გაგიჩნდებათ მსუბუქი ჩხვლეტის შეგრძნება. რაც უფრო დიდია მაგნიუმის დეფიციტი ორგანიზმში, მით უფრო ძლიერი იქნება შეგრძნებები.

მაგნიუმის ზეთის სარგებელი

მაგნიუმს ბევრი სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის. მათ შორის შეიძლება იყოს:

კუნთების პრობლემების შემსუბუქება, როგორიცაა ფეხის კრუნჩხვები, კუნთების ტკივილი და დაჭიმულობა; ხელს უწყობს PMS-ის სიმპტომების შემსუბუქებას; ეხმარება ორგანიზმს ტოქსინებისგან გათავისუფლებაში; შეიძლება დაეხმაროს სისხლში შაქრის დარეგულირებას; დასვენებისა და უკეთესი ძილის კარგი გარანტია; ის შეიძლება დაეხმაროს ართრიტის სიმპტომების შემსუბუქებას.

აუცილებლად სანახავი:14 სიმპტომი, რაც ღვიძლის დაავადებაზე მიგითითებთ! ეს არ უნდა დააიგნოროთ!

Facebook კომენტარები