მოიშორეთ სახიდან მუქი ლაქები სახლის პირობებში. წარმოუდგენელი შედეგი!

დღეს ჩვენ გაჩვენებთ რამდენიმე ხალხური რეცეპტის მომზადებას, რომელიც მოგაშორებთ სახიდან მუქ ლაქებს. საშუალებები სრულიად ბუნებრივია, ასე რომ თქვენ არ უნდა ინერვიულოთ გვერდითი მოვლენების შესახებ.

მაშ ასე, პირველი ხალხური საშუალება მუქი ლაქების გასაუფერულებლად არის:

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

კარტოფილისა და ლიმონის წვენის ნიღაბი

თქვენ მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი და ნახევარი ლიმონისგან გამოწურული წვენი.

მომზადება და გამოყენება:

ჯერ კარტოფილი გარეცხეთ და გახეხეთ წვრილ სახეხზე. შემდეგ ნახევარი ლიმონისგან გამოწურეთ წვენი და დაუმატეთ გახეხილ კარტოფილს. როგორც კი დაასრულებთ მის მორევას მაშინვე წაისვით სახეზე და შეიზილეთ წრიული მოძრაობებით, შემდეგ გაიჩერეთ 20 წუთით, დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. კარტოფილისა და ლიმონის წვენის ნარევი ადვილად ათეთრებს კანს.

კარტოფილისა და ხახვის ნიღაბი

საჭირო ინგრედიენტებია – ½ ხახვი და 1 ცალი კარტოფილი.

მომზადება და გამოყენება:

ამ ნიღბის მომზადება მარტივია – უბრალოდ მოათავსეთ ზემოთ მოცემული ინგრედიენტები ბლენდერში და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, შემდეგ წაისვით ნაზავი სახეზე. გააჩერეთ ძლიერი მათეთრებელი ნიღაბი 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

კარტოფილი-კიტრის ნიღაბი

საჭირო ინგრედიენტებია-½ კიტრი და 1 ცალი კარტოფილი

მომზადება და გამოყენება:

ინგრედიენტები აურიეთ ბლენდერში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ კარგად გაიწმინდეთ სახე და მიღებული ნაზავი წაისვით სახეზე, შემდეგ კი ნაზი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ. გააჩერეთ ნაზავი 25 წუთის განმავლობაში და ბოლოს ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

კარტოფილი-სტაფილოს ნიღაბი

საჭირო ინგრედიენტებია-½ სტაფილო და 1 ცალი კარტოფილი.

მომზადება და გამოყენება:

როგორც წინა ნიღბის შემთხვევაში, უბრალოდ აურიეთ ინგრედიენტები ბლენდერში, სანამ არ მიიღებთ სასიამოვნო გლუვ ტექსტურას. წაისვით ნიღაბი სახეზე, შემდეგ ნაზად მოიწმინდეთ დიდი ფენა და გაიჩერეთ 20 წუთით, სანამ წყლით ჩამოიბანეთ.

გამოიყენეთ რომელიმე ამ ნიღბიდან და თქვენი სახე სულ მალე გახდება სუფთა და უნაკლო!

აუცილებლად სანახავი:14 სიმპტომი, რაც ღვიძლის დაავადებაზე მიგითითებთ! ეს არ უნდა დააიგნოროთ!

Facebook კომენტარები