მდოგვი შაქრით სასწაულებს ახდენს! ეს თმის ნიღაბი დაგეხმარებათ თმის გასქელებასა და სწრაფ გაზრდაში!

მდოგვის ფხვნილი დიდი ხანია ცნობილია, როგორც თმის ზრდის შესანიშნავი სტიმულატორი. გარდა ამისა, ის შთანთქავს ზედმეტ ცხიმს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აწესრიგებს ცხიმოვან ჯირკვლებს.

თუმცა, ასეთი რთული ინგრედიენტი სწორად უნდა იქნას გამოყენებული, რათა არ გამოაშროს სკალპი, არ გამოიწვიოს ქერტლი და მტვრევადი თმა. თუ თქვენ გაქვთ ალერგიისადმი მიდრეკილი კანი, მაშინ მდოგვის გამოყენება განსაკუთრებული სიფრთხილით გჭირდებათ. ამ შემთხვევაში სჯობს მას დაუმატოთ ზეითუნის ან ნუშის ზეთი, კვერცხის გული, კეფირი.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

მდოგვის თმის ნიღბის რეცეპტი

ინგრედიენტები

2 ს. კ. მდოგვის ფხვნილი, 2 ს. კ. ცხელი წყალი, 1 კვერცხის გული, 2 ს. კ. ზეითუნის ან ნებისმიერი კოსმეტიკური ზეთი, 2 ჩ. კ. შაქარი.

მომზადება

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თმის ზრდის ნიღაბი მდოგვით და შაქრით შეგიძლიათ მოამზადოთ კვერცხის გულის დამატებით, თუ მისი სუნი არ მოგწონთ. კვერცხი შეიძლება შეიცვალოს თაფლით.

გამოყენება

გაყავით თმა ნაწილებად, რადგან თმის ნიღაბი უნდა წაისვათ სკალპზე და თმის ძირებზე. ამავდროულად, შეეცადეთ მოერიდოთ მის წასმას თმის ბოლოებზე. წასმის შემდეგ დაიხურეთ პლასტიკური ქუდი, შემდეგ კი თავზე შემოიხვიეთ პირსახოცი ან შარფი.

აუცილებელია ნიღბის გაჩერება 15 წუთიდან 30 წუთამდე. ამ ნიღბის პირველად გაკეთებისას აუცილებლად გაიჩერეთ 15 წუთი მაინც.

უმჯობესია თმის ბოლოები ზეთით შეზეთოთ, რადგან ნიღაბს შეუძლია მათი შემდგომი გაშრობა. კვირაში ერთხელ გააკეთეთ თმის ნიღაბი მდოგვით. თუ თმა ძალიან ცხიმიანია, ამის გაკეთება შეგიძლიათ კვირაში 2-ჯერ, ეს დაგეხმარებათ ცხიმის გამოყოფის შემცირებაში. ზოგადი კურსი უნდა იყოს მინიმუმ 1 თვე.

ამ ნიღბის წასმის შედეგად თმა უფრო სწრაფად გაიზრდება. უფრო გასქელდება და აბრეშუმისებრი ეფექტი ექნება. აგრეთვე შემცირდება გაცხიმოვნება, ასე რომ თქვენ აღარ მოგიწევთ თმის დაბანა ხშირად.

აუცილებლად სანახავი:ლიმონის კანის 10 სასარგებლო თვისება – რა დაავადებებს კურნავს ლიმონის ცედრა

Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია