განიკურნეთ ფსორიაზისგან ამ  ბუნებრივი საშუალების დახმარებით!

ფსორიაზი არის ძალიან უსიამოვნო კანის დაავადება, რომელიც ჩნდება მაშინ, როდესაც კანის უჯრედები სწრაფად იზრდება ერთმანეთზე. შედეგი არის მშრალი, უხეში და ზოგჯერ ძალიან მტკივნეული კანი, რომელიც ხშირად ქავილის გამომწვევია. სამწუხაროდ, ამ დაავადების მუდმივი განკურნება არ არსებობს.

ის შეიძლება გამოჩნდეს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მისი ბოლომდე განკურნება, ეს კანის დაავადება შეიძლება იყოს კონტროლის ქვეშ.

მოდით განვიხილოთ მეთოდები, რომლის დახმარებითაც შეძლებთ ფსორიაზის შემცირებას.

1. მზის შუქი

მზის შუქი ხელს უწყობს ფსორიაზის გაჩენის აღმოფხვრას, მაგრამ არ უნდა გადააჭარბოთ მას, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს სიტუაცია. რეკომენდებულია მზეზე გასეირნება შუა დღის განმავლობაში ხუთიდან ათ წუთამდე. გარეთ გასვლის წინ  წაისვით მზისგან დამცავი საშუალება, რომ კანი უფრო მეტად არ გააღიზიანოთ.

2. ალოე ვერას გელი

ალოე ვერა გამოიყენება კანის სხვადასხვა პრობლემის დროს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ის ასევე სასარგებლოა ფსორიაზის დროს. ალოე ვერას კრემი კი რეკომენდირებულია, თავად მცენარე კი არა, მაგრამ კრემს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 0,5% ალოე ვერა.

3. ვაზელინი

რაც შეეხება აზელინს, ძალიან მნიშვნელოვანია კანის დატენიანება, რადგან ის ხდება ძალიან მშრალი და სქელი. თუ გსურთ მისი დატენიანება და ტენიანობის შენარჩუნება, ვაზელინი იდეალურია სწორედ ამისთვის. ბევრი ადამიანი ამტკიცებს, რომ ეს მათ ეხმარება აკონტროლონ ფსორიაზის სიმპტომები.

4. დამატენიანებელი კრემები

დამატენიანებელი კრემები ფსორიაზის წინააღმდეგ თავდაცვის პირველი ხაზია. ისინი ხელს უწყობენ ისეთი სიმპტომების შემცირებას, როგორიცაა ქავილი, სიწითლე და დისკომფორტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენს მიერ გამოყენებულ კრემში სუნამო არ იყოს გარეული და კრემი მაქსიმალურად სქელი იყოს. საუკეთესო ვარიანტია ისეთი კრემები, რომლებიც მგრძნობიარე კანისთვისაა შექმნილი.

5. ვაშლის ძმარი

მიუხედავად იმისა, რომ არ ჩატარებულა კვლევა, რომელიც მიუთითებს ვაშლის ძმრის სარგებლიანობაზე ფსორიაზის წინააღმდეგ ბრძოლაში, ბევრი ადამიანი ამტკიცებს, რომ ძმარი ამცირებს ფსორიაზის სიმპტომებს სულ მცირე ხანმოკლე დროით. მაგრამ ის არ უნდა იქნას გამოყენებული უკვე დაბზარულ კანზე.

6. მარილის აბაზანები

ეფსომის ან ზღვის მარილის აბაზანამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების შემცირება, როგორიცაა ქავილი ან ტკივილი. დააკვირდით თქვენს სიმპტომებს, თუ აბაზანა არ მოგწონთ, შეგიძლიათ სცადოთ მარილიანი სახვევები.

7. კურკუმა

კვლევებმა აჩვენა, რომ კურკუმა, აღმოსავლური სამზარეულოს პოპულარული სანელებელი, კარგად მოქმედებს ფსორიაზით გამოწვეულ ანთებაზე. ის ხელმისაწვდომია კაფსულებისა და ტაბლეტების სახით.

8. ჩაის ხის ზეთი

ეს ზეთი არ უნდა წაისვათ პირდაპირ კანზე. ის განსაკუთრებით შესაფერისია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ სკალპის ფსორიაზი, რაც იწვევს ქავილს და ტკივილს თმის ქვეშ. ჩაის ხე თმის მრავალი შამპუნის ინგრედიენტია.

9. შვრიის ფაფა

შვრიის აბაზანებს ხშირად იყენებდნენ გაღიზიანებული კანის მოსახსნელად. აუცილებელია ორი ჭიქა დაფქული შვრიის ფაფა მოათავსოთ თბილ და არა ცხელ წყალში. ზედმეტად თბილ წყალს შეუძლია კანის კიდევ უფრო გამოშრობა.

10. პლასტმასის ფოლგა

ეს შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ გაღიზიანებული ადგილის პლასტმასის საფარით შეფუთვა კარგი საშუალებაა კანის ტენიანობის შესანარჩუნებლად. ჯერ ბევრი კრემი წაისვით და შემდეგ გაღიზიანებული ადგილი შეფუთეთ პლასტმასის რამდენიმე ფენით.

11. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები

არ არის ბევრი კვლევა ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ფსორიაზზე ზემოქმედების შესახებ, მაგრამ თავდაპირველი კვლევა აჩვენებს, რომ თევზის ზეთი შეიძლება დაეხმაროს სიმპტომებს. მაგრამ ადამიანები, რომლებიც იღებენ რაიმეს სისხლის გასათხელებლად, არ უნდა მიიღონ ომეგა -3 დანამატები.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყოველთვის უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან ფსორიაზის ზოგიერთმა ფორმამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები.

Facebook კომენტარები