უმკურნალეთ ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას დაფნის ფოთლების დახმარებით! შედეგი, რომელზეც ყველა აღტაცებით საუბრობს
ვარიკოზული ვენები, იგივე გაფართოვებული ვენებია, რომლებსაც წითელი ფერი ახასიათებს. ისინი სხეულის ქვედა ნაწილში ჩნდება სისხლის მიმოქცევის პრობლემის გამო. ეს პრობლემა ვითარდება იმ მიზეზით, რომ გულს სისხლი ნორმალურად ვერ მიეწოდება, ქსოვილებში მიმდინარეობს ანთებითი პროცესი, ან ვენების სარქველი, რომელიც სისხლის კარგ მიმოქცევას უზრუნველყოფს, დროთა განმავლობაში სუსტდება.
ვარიკოზი ესთეტიკურ პრობლემად მოიაზრება, რადგან იისფერი, ან წიტელი ფერის ვენები კანზე მკვეთრადაა გამოხატული. ასევე, აქვთ სიმძიმის და ტკივილის განცდა და სხვა უსიამოვნო სიმპტომები, რაც ახლავს ცუდ სისხლის მიმოქცევას.
თუმცა, არსებობს საშუალება, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. ეს დაფნის ფოთლებია და ის საუკეთესო საშუალებაა ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ. თქვენ დაფნის ფოთლებისგან ზეთი უნდა დაამზადოთ და ის გამოიყენოთ ვარიკოზული ვენების წინააღმდეგ.
ზეთის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
30 გრ. დაფნის ფოთოლი
250 მლ. ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი:
კარგად გარეცხეთ დაფნის ფოთლები და შემდეგ შეამშრალეთ სუფთა ტილოთი. მოათავსეთ ფოთლები მინის ქილაში და დაასხით მოცემული რაოდენობით ზეითუნის ზეთი. ქილას კარგად დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ ნარევი 2 კვირის განმავლობაში ბნელ და მშრალ ადგილას. 2 კვირის გასვლის შემდეგ ქილიდან დაფნის ძველი ფოთლები ამოიღეთ და ახალი ფოთლები ჩაამატეთ. დატოვეთ დასაყოვნებლად კიდევ 2 კვირის განმავლობაში. მარლის ან რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდის გამოყენებით გადაწურეთ ნარევი. მზა საშუალება გადაიტანეთ სუფთა მინის ქილაში ან ბოთლში და შეინახეთ მაცივარში.
გამოყენების მეთოდი:
ყოველდღიურად მცირე რაოდენობის ზეთი წყლის ორთქლზე შეათბეთ და პრობლემურ ადგილებზე წაისვით. თითის ბალიშებით მსუბუქი მასაჟები გაიკეთეთ სანამ ზეთი კანში არ შეიწოვება. შედეგს რამდენიმე პროცედურის შემდეგ დაინახავთ, რეგულარული გამოყენების შემდეგ კი საბოლოოდ განთავისუფლდებით ამ პრობლემისგან.