მარილის, წიწაკის და ლიმონის ჯადოსნური კომბინაცია თქვენი ჯანმრთელობის პრობლემების საუკეთესო საშუალებაა სასარგებლოა

წელიწადის ეს პერიოდიც გამოირჩევა ვირუსების სიმრავლით. ადამიანები ხშირად ცივდებიან, რის სამკურნალოდ მრავალი ქიმიური თუ ბუნებრივი საშუალება არსებობს, მაგრამ ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ, რომ გაცივებას თავი დააღწიოთ.

ლიმონი, შავი პილპილი და ზღვის მარილი არის სამი გავრცელებული ინგრედიენტი ჩვენი სამზარეულოდან, რომლებსაც უხსოვარი დროიდან იყენებდნენ წამლად. ლიმონის წვენი არის უაღრესად ძლიერი აგენტი და ცნობილია თავისი ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და იმუნიტეტის გამაძლიერებელი თვისებებით, ხოლო შავი პილპილი ფლობს ანტიბაქტერიულ, ანტიოქსიდანტურ, იმუნიტეტის გამაძლიერებელ და სიცხის დამწევ თვისებებს. ამ ბუნებრივ კომბინაციას შეუძლია გააძლიეროს თქვენი იმუნური სისტემა და დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ მრავალი დაავადება. აი, რისი მკურნალობა შეგიძლიათ შავი პილპილით, ლიმონით და ზღვის მარილით:

ყელის ტკივილის დროს – ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, ნახევარი ჩაის კოვზი შავი პილპილი და 1 ჩაის კოვზი მარილი შეურიეთ ერთმანეთს. გამოივლეთ ყელში დღეში რამდენჯერმე და ტკივილი აუცილებლად გაგივლით.

ხველის დროს – გაჭერით ლიმონი მოაყარეთ მარილი და პილპილი. ეცადეთ, რომ ამ ნაზავის წვენი ბოლომდე გამოწუროთ და დალიოთ.

გულის რევის დროს– თბილი წყლით სავსე ჭიქაში დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და 1 ჩაის კოვზი შავი პილპილი. ნაზავი დალიეთ ნელ-ნელა და გულის რევის შეგრძნება გაგივლით.

ცხვირის სისველის დროს – 2 ჭიქა გამოხდილ თბილ წყალს დაამატეთ 1/2 ჩ/კ მარილი და ცხვირის ნესტოებში ჩაისხით.

წონაში დაკლება– 1/4 ჩაის კოვზი შავი პილპილი, 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი თაფლი დაამატეთ თბილი წყლით სავსე ჭიქაში, კარგად აურიეთ და დალიეთ. ეს ნაზავი აჩქარებს მეტაბოლიზმს და წვავს ცხიმებს. გააგრძელეთ პროცედურა 5 დღის განმავლობაში, შემდეგ კი შეისვენეთ 10 დღით და ისევ განაგრძეთ მისი მიღება.

კბილის ტკივილი

კბილის ტკივილის სამკურნალოდ შეურიეთ 1/2 ჩაის კოვზი დაფქული წიწაკა 1/2 ჩაის კოვზ მიხაკის ზეთს. წაისვით საშუალება მტკივნეულ კბილზე და ღრძილზე. ეს საშუალება მოგიხსნით ტკივილს და დაგიცავთ ინფექციებისგან.

Facebook კომენტარები