დეიდაჩეს დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა ოსტეოქონდროზი, ბოლოს მან გამოიყენა მესამე რეცეპტი და ტკივილი გაიქრო!

ოსტეოქონდროზი არის სასახსრე ხრტილის დაავადება, რომლის დროსაც ვითარდება დეგენერაციული დარღვევები. დაავადება ყველაზე ხშირად აზიანებს ზურგის მალთაშუა დისკებს, მაგრამ ის შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ სახსარში.

ოსტეოქონდროზის არსი ბადებს ეჭვებს ოპერაციის გარეშე განკურნების შესახებ, მაგრამ ეს ასე არ არის. ნებისმიერ ექიმს შეუძლია დაამტკიცოს, რომ ოსტეოქონდროზის სახლში მკურნალობა არანაკლებ ეფექტურია, ვიდრე ტრადიციული მედიცინის გამოყენება. ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ ხალხური საშუალებები შეიძლება დანიშნონ გამოცდილმა ექიმებმაც, ძირითადი პროცედურების გარდა.

გარეგანი გამოყენების საშუალებები ოსტეოქონდროზის დროს

მალამოების, კომპრესების და სახვევების გამოყენება განუყოფელი ხალხური საშუალებაა ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ. ისინი ძალიან მოსახერხებელია.

თუ შეზელვებს და მალამოებს უფრო ხშირად დღის საათებში ხარობენ, კომპრესები უკეთესია გაიკეთოთ ძილის წინ. კოპრესებით მკურნალობა ისეთი კურსია, რომელიც ყოველთვის 8-10 პროცედურას მოიცავს.

• ოსტეოქონდროზის, ნევრალგიის, იშიაზის, ფეხისგულების მწვავე ტკივილის, ვარიკოზული წყლულების, პოდაგრის, რევმატიზმის, კიდურთა დამბლის, დაჟეჟილობის დროს — აიღეთ თავხვეულა კომბოსტოს გარეთა მწვანე ფოთოლი, გარეცხეთ, მოაშორეთ სქელი ნაწილები, დასარბილებლად დაჭეჭყეთ და ჩაუშვით ფოთოლი რამოდენიმე წამით ცხელ (40-60°C) წყალში ამოიღეთ და ისევ ამოავლეთ, გაიმეორეთ 3-ჯერ. გაამშრალეთ ფოთოლი პირსახოცით და დაიფინეთ იგი მტკივან ადგილზე, ზემოდან დაიფარეთ მარლა და გადაიხვიეთ, ოღონდ ძალიან მჭიდროდ არა. როდესაც ფოთოლი გამუქდება, პროცედურა ახალი ფოთლით გაიმეორეთ.

• აიღეთ 5 გრ მუმიო, შეურიეთ 100 გრ თხიერ თაფლში. ეს ნარევი რეგულარულად შეიზილეთ მტკივან ადგილებზე. ამავე დროს მიიღეთ 0,2 გრ მუმიო რამოდენიმე კურსის განმავლობაში, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე: 10 დღე მიიღეთ, 5დღე შეისვენეთ და ა.შ.

• აიღეთ 50 გრ ქაფური, 50 გრ მდოგვის ფხვნილი და 100 გრ უმი კვერცხის ცილა. 200 გრ სპირტში თანმიმდევრულად გახსენით ჯერ ქაფურის სპირტი, შემდეგ მდოგვის ფხვნილი. ცალკე ჭურჭეში ათქვიფეთ კვერცხის ცილა. შემდეგ შეურიეთ ორივე კომპონენტი ერთმანეთს და დაიზიეთ ამ ნარევით მტკივანი ადგილები.

• ჩაალბეთ თბილ, 50°c ტემპერატურის წყალში 1 ჭიქა ლამინარია (ზღვის კომბოსტო), დააყენეთ 30 წუთი, გაწურეთ. სველი მასა გაშალეთ ხელსახოც ქაღალდზე 2 სმ სისქის ფენად, დაიფინეთ მტკივნეულ ადგილზე, ზემოდან დააფარეთ პოლიეთილენი, დაამაგრეთ დოლბანდით და შეიხვიეთ შალის ქსოვილით. კომპრესი გაიჩერეთ არანაკლებ 5 საათისა, მკურნალობის კურსი 7-10 პროცედურა.

Facebook კომენტარები