ასთმის ეფექტური მკურნალობა ხალხური საშუალებით! რეცეპტი იხილეთ სტატიაში..

ბრონქიალური ასთმა სულის ხუთვის შეტევაა, რომელიც ბრონქების სანათურის ძლიერი შევიწროების და ხორხის შეშუპების გამო დგება. ამ დაავადებით ხშირად ახალგაზრდები იტანჯებიან, ასაკოვანი ადამიანების დაავადების პროცენტულობა კი 15%-დან 25%-მდე მერყეობს.

ბრონქიალური ასთმა ჩვეულებრივ რესპირატორული დაავადების, ბრონქიტის, პნევმონიის ფონზე ჩნდება. დაავადების ყველა შემთხვევაში მაღლდება ორგანიზმის მგრძნობელობა ალერგენების მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია ბრონქიალური ასთმისადმი მემკვიდრეობითი მიდრეკილების ფაქტორი (იგულისხმება არა დაავადების მემკვიდრეობითი გადაცემა არამედ მისადმი მიდრეკილება).

სულის ხუთვის შეტევა ჩვეულებრივ ღამით ჩნდება მოულოდნელად და თან ახლავს გაძნელებული ან სტვენითი სუნთქვა, დახრჩობის შიში, ყეფვითი ხველება, მაგრამ ამ დროს ცხელებას ადგილი არა აქვს. ასეთი მდგომარეობა სტენოკარდია ან კრუპი შეიძლება გეგონოთ. განსხვავება ასთმასა და კრუპს შორის იმაში მდგომარეობს, რომ კრუპს ყოველთვის მხურვალება ახლავს თან და ავადმყოფი თავს უკან წევს, რომ უკეთ ისუნთქოს, ასთმის დროს კი ავადმყოფი, ჰაერი რომ ჩაისუნთქოს, სწორდება ან წინ იხრება და არა აქვს ყელის და სასუნთქი გზების ტკივილი.

შეტევის ხანგრძლივობა რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გრძელდება, ზოგჯერ კი უფრო დიდხანსაც. შეტევის შეწყვეტას თან ახლავს სქელი, წებოვანი ნახველის გამოყოფა. სუნთქვა აღდგება, ავადმყოფი წყნარდება.

მკურნალობა უპირველესად იმ მიზეზებისაკენ უნდა იყოს მიმართული, რომლებიც სულის ხუთვას იწვევენ. თავი უნდა აარიდოთ მძაფრსუნიანი ნივთიერებების ჩასუნთქვას, ნესტის, სიცივის გავლენას, მტვრიან გარემოში ყოფნას. დიდი მნიშვნელობა აქვს სუნთქვის ორგანოების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროულ მკურნალობას, ყოველთვის უნდა გახსოვდეთ პირის და ცხვირხახის მიდამოს სანაციის აუცილებლობა. ასთმის შეტევები ზოგჯერ კლიმატის შეცვლის შემდეგ წყდება. ეფექტურია მკურნალობა კავკასიის მაღალმთიან კურორტებზე და ყირიმის შავი ზღვის სანაპიროზე.

ასთმის მკურნალობის ხალხური რეცეპტი

ასთმის საწყის სტადიაზე 10 ც ქათმის კვერცხის ნაჭუჭი გამოაშრეთ და დაფხვენით, შეურიეთ 10 ლიმონის ვენი და დადგით ბნელ ადგილას 10 დღით. ამ ვადის გასვლის შემდეგ ნარევი გაწურეთ.

მოათავსეთ ჭურჭელში და სხვა ნარევი მოამზადეთ:

10 ქათმის კვერცხის გული აურიეთ 10 სუფრის კოვზ შაქარში, დაასხით 1/ 2 ლიტრი კონიაკი. ამის შემდეგ ეს ორი ნარევი შეურიეთ. მიღებული ნარევი მიიღეთ 30 გრამი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი მომზადებული ნარევის 2 ნორმისგან შედგება.

სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

Facebook კომენტარები