თუ თავის აუტანელი ტკივილი გაწუხებს და ვერაფრით გაიყუჩეთ, მაშინ ეს რეცეპტები სცადეთ, ისინი ნამდვილად მუშაობს.

თავის ტკივილი სხვადასხვა დაავადების ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. განასხვავებენ თავის მთლიან და ადგილობრივ, ყრუ და მწვავე, ხანგრძლივ და შეტევით ტკივილებს.

თავის ტკივილი გამოწვეულია სიგნალებით, რომლებიც ურთიერთქმედებენ ტვინს, სისხლძარღვებსა და მიმდებარე ნერვებს შორის. თავის ტკივილის დროს უცნობი მექანიზმი ააქტიურებს გარკვეულ ნერვებს, რომლებიც გავლენას ახდენენ კუნთებსა და სისხლძარღვებზე. ეს ნერვები თავის ტვინს ტკივილის სიგნალებს უგზავნის.

თავის ტკივილის საერთო გამომწვევები მიზეზი შეიძლება იყოს:

ალკოჰოლის მოხმარება; კვების ან ძილის რეჟიმის ცვლილებები; დეპრესია; ემოციური სტრესი; ნარკოტიკების გადაჭარბებული გამოყენება; თვალების, კისრის ან ზურგის დაჭიმვა ცუდი პოზის გამო; განათება; ხმაური; ამინდის ცვლილებები; სუნი.

ამ დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად ბუნებრივი საშუალებები არა მხოლოდ ეფექტურია თავის ტკივილის სიმპტომების შესამსუბუქებლად, არამედ შეუძლია აღმოფხვრას მისი წარმოშობის მიზეზები და არ გააჩნია გვერდითი მოვლენები.

ბუნებრივი საშუალებები და რეეპტები თავის ტკივილის მოსახსნელად

  • თუ თავის ტკივილი მაღალი წნევისგან არის, გაიკეთეთ ზომიერად ცხელი ფეხების და ხელების აბაზანა, რის შედეგადაც სისხლი თავიდან კიდურებისკენ წავა.
  • თუ თავის ტკივილი გაურკვეველი ხასიათისაა, მტკივან ადგილას დაიდეთ იასამნის ან თეთრთავიანი კომბოსტოს ახალი ფოთლები.
  • იყნოსეთ თავშავას დაფქუი ფოთლები.
  • შუბლზე დაიდეთ უმი კარტოფილის ნათალი ან დაწყლეტილი ღვიის ნაყოფი, რომელიც პურიან ღვინოშია შერეული.
  • ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მდოგვის საფენის გაკეთება კეფაზე, საფეთქელე ა ფეხის გულებზე.
  • 1 ჭიქა მაგარი მწვანე ჩაი კარგად ხსნის თავის ტკივილს.
  • ხანგრძლივი თავის ტკივილის დროს დღეში ერთხელ მიიღეთ ხუთი წვეთი ალოე. კურსი გრძელდება ორი კვირის განმავლობაში.
  • ჰაიმორიტის დროსთავის ტკივილისას წყალში გახსენით კჭას ფხვნილი, რომ მიიღოთ თხელი ფაფა. დაიდეთ ის საფეთქლებე, შუბლზე და ღაწვებზე და გაიჩერეთ ტკივილის შეწყვეტამდე.

სასარგებლო რჩევები:

კომპიუტერთან მუშაობისას ყოველ ნახევარ საათში გააკეთეთ პატარა შესვენება, იმოძრავეთ, გადაერთეთ რამეზე. დღეში ერთხელ მინიმუმ 20-30 წუთით გადით სუფთა ჰაერზე.

თავის ტკივილის მკურნალობა ყოველთვის მთავარ დაავადების მკურნალობით უნდა დაიწყოთ.

სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

Facebook კომენტარები